Armani Si – ამ ახალი სუნამოს მამაცი და გამბედავი მომხმარებელი მუდმივად გვაოცებს ქარიზმითა და სწრაფი გადაწყვეტილების მიღების უნარით. ძლიერი ნებისყოფიდან გამომდინარე, ეს თვისებები არ არღვევს მის საოცარ ქალურობასა და რომანტიკას, ანუ იმას, რაც მხოლოდ ჭეშმარიტ ქალბატონებს ახასიათებთ. იტალიურმა მოდის სახლმა Giorgio Armani-მ კიდევ ერთხელ გაახარა თავისი თაყვანისმცემლები ცნობილი არომატული ხაზის Armani Si-ს ახალი დანამატით. მან ამჯერად პოპულარული პარფიუმის ნაზი ვარდისფერი ყვავილოვანი ვარიაცია შემოგვთავაზა.
არომატი შეფუთულია სერიისთვის ტრადიციულ უნაზეს ვარდისფერ ფლაკონში, რომელსაც ამშვენებს მასიური კონტრასტული თავსახური, ელეგანტური ოქროს ბეჭდით – სამყაროს უსასრულობის სიმბოლო. კომპოზიციის ჩვეულ პირამიდაში ქალური მომხიბვლელობის მყიფე ნოტების შეტანა დაევალა თანამედროვეობის უნიჭიერეს ოსტატ პარფიუმერ – კრეატიულ ჯული მასეს, რომლის შემოქმედებაც მსოფლიოში დამსახურებულად წარმატებულ, ათობით უზადო შედევრს ითვლის.
პირამიდის საფუძველი გახლავთ კლასიკური ჩიპრეს ნოტა, რომელიც მორთულია ხმელთაშუა ზღვის მანდარინის ყვავილების თოვლივით ქათქათა ფურცლებით. ამ ხის ყვავილოვანი სიტკბო და უზრუნველობა „ამსუბუქებს“ კომპოზიციას, ხოლო ზაფხულის სიმწვანის დახვეწილი ნოტები პარფიუმის მფლობელის ოპტიმიზმსა და მძლავრ სასიცოცხლო ენერგიას გვაგონებს.
პარფიუმერმა გადაწყვიტა სამკუთხედში დაეტოვებინა შავი მოცხარის საფირმო აკორდი, რომელიც ერთმანეთთან აკავშირებს ორიგინალური ხაზის ყველა ერთეულს. რბილი და მთრთოლვარე ვანილის მუშკის ბაზა დელიკატურად და შემპარავად ატყვევებს ირგვლივ მყოფთ აყვავილებული გაზაფხულის მოალერსე სითბოთი.
მიმოხილვა
ფილტრის მოხსნამიმოხილვები ჯერ არ არის.