სუნამოს ტესტერი 40 000-ჯერ შეჰყავთ მომხმარებლებს გუგლში. რით აინტერესებთ ის მომხმარებლებს? რას ნიშნავს სუნამოს ტესტერი და არის თუ არა ყალბი სუნამო მასთან რამე კავშირში? მოდით გავიგოთ, რას ნიშნავს სუნამოს ტესტერი. მაღაზიებში შეგიძლიათ იხილოთ ცნობილი სუნამოები წარწერით “Tester”. ამ ტიპის არომატი 30-40% -ით უფრო იაფია, ვიდრე სუნამო ორიგინალ შეფუთვაში. თუ ყურადღებაში მივიღებთ იმ ფაქტს, რომ ბრენდული ორიგინალი პარფიუმერია ბევრად უფრო ძვირად იყიდება საფირმო მაღაზიებში, სუნამოს ბევრ მოყვარულს აქვს ცდუნება, შეიძინოს ეგრეთ წოდებული ორიგინალი ტესტერი. ბევრს იგივე მიზეზით, აინტერესებს სუნამოს რეპლიკა. ეს თემა ფართოდ არის განხილული ექსპერტის სტატიაში – “რას ნიშნავს სუნამოს რეპლიკა?“.
თქვენც გაქვთ ასეთი ცდუნება? თუ, კი, ეს ნორმალურია. მაგრამ მოდით, არ ვიჩქაროთ საფულეს დაძრობა ჯიბიდან. ჯერ გავიგოთ, რით განსხვავდება სუნამოების ტესტერი ორიგინალი პროდუქტისგან.
სურათზე: სუნამოების ტესტერების სადემონსტარციო ნიმუში
რა დანიშნულება აქვს ტესტერს
ტესტერი, რომელსაც მწარმოებელი პროდუქციის ძირითად შეკვეთასთან აძლევს თავის ოფიციალურ დილერს, შემადგენლობით, სუნამოს სტრუქტურით, კომპოზიციით ან მდგრადობით არაფრით არ განსხვავდება კლასიკურად შეფუთული მზა ნაწარმისგან. ამ ორ პროდუქტს მხოლოდ უმნიშვნელო დეტალი განასხვავებს: განსხვავებები მხოლოდ შეფუთვაშია.
სუნამოს ტესტერი – ეს არის უბრალო კოლოფი ცელოფნის გარეშე და ჩვეულებრივ, თეთრ ან ნაცრისფერ მუყაოს ფუტლარში დევს. როგორც წესი, ზედ მხოლოდ სუნამოს და ბრენდის სახელწოდება, მისი შემადგენლობა და პარტიის ნომერი აწერია.
ასევე, თავად ფლაკონს პულველიზატორის (სპრეის) პომპაზე წამოცმული აქვს პლასტმასის ხუფი და არა ორიგინალური თავსახური. ასეთ ფლაკონზე ხშირად ნახავთ წარწერას – Not for sale (არა გაყიდვისთვის). თავად ფლაკონი არც დიზაინის ფორმით და არც არომატის სურნელით არანაირად არ განსხვავდება გასაყიდი ნიმუშისგან. ხშირად, სწორი ინფორმაციის არქონის გამო, მომხმარებლებს ერთმანეთში ერევათ სუნამოს ტესტერი და ყალბი სუნამო და ამის გამო, ლამის სინონიმები ხდებიან.
სურათზე: წარწერა სუნამოს ტესტერის შეფუთვაზე – Tester – Not for sale
როგორც ვნახეთ, ტესტერსა და ორიგინალ პროდუქტს შორის სულ მცირე, უმნიშვნელო სხვაობაა. მაშასადამე, შეგვიძლია ტესტერის ყიდვა უპრობლემოდ? ჯერ კიდევ ნუ იჩქარებთ.
მოდით, პირდაპირ გეტყვით: ორიგინალური წარმოების სუნამოს ტესტერები არცერთი ცივილიზებული ქვეყნის მაღაზიებში არ არის თავისუფალ გაყიდვაში. რატომ? პირველ რიგში, ტესტერები იწარმოება შეზღუდული რაოდენობით და მწარმოებელი მას აძლევს მხოლოდ მის ოფიციალურ და ექსკლუზიურ წარმომადგენელს ამა თუ იმ ქვეყანაში. ყოველი ახალი პარტიის შეძენისას, მწარმოებელი დილერს აძლევს მხოლოდ საჭირო რაოდენობის ტესტერებს, რომლებიც გამოყენებული იქნება ბრენდულ მაღაზიაში სუნამოს უფასო პრეზენტაციისთვის.
სურათზე: ქალბატონები სუნამოს დეგუსტაციაზე
მაღაზიამ ტესტერის გაყიდვა რომ დაიწყოს უთავბოლოდ, მათ მალე არაფერი ექნებათ, რა გაასინჯონ კლიენტს. ეს კი შეაფერხებს სუნამოს ძირითადი პარტიის გაყიდვებს. და რაც მნიშვნელოვანია, მწარმოებელი უკრძალავს დილერს ტესტერების გაყიდვას. ასეთი ქმედებისთვის ის დაჯარიმდება სოლიდური თანხებით და შესაძლოა, სულაც შეუჩერდეს დილერობის უფლება.
თუ პარფიუმერიის ტესტერების საკითხი ასე სერიოზულად დგას, მაშ რას გვთავაზობენ საბითუმო მაღაზიები და საწყობები, ასევე, მრავალრიცხოვანი ინტერნეტ მაღაზიები? ამას დიდი მიხვედრა არ უნდა. ეს არის კონტრაფაქტი. საუკეთესო შემთხვევაში, ეს იქნება დუბაის ან თურქეთის წარმოება.
ყველაზე უარესი სცენარით კი, თქვენ მიიღებთ იაფ ჩინურ ფეიკს, რომელიც ახლოსაც არ მოდის თქვენ საყვარელ სუნამოსთან, რომ აღარაფერი ვთქვათ, იმაზე, რომ ეს სუნამო პოტენციურად საშიშია თქვენი ჯანმრთელობისთვის. არავითარ შემთხვევაში არ დაისხათ ასეთი სუნამო და მით უმეტეს, კატეგორიულად არ გირჩევთ დაასხათ ის თქვენს პატარებს!
როგორ ხედავთ, ორიგინალი სუნამოების ტესტერები, როგორც ამას აფიშირებს ბევრი გამყიდველი, უბრალოდ არ არსებობს თავისუფალ გაყიდვაში. დანარჩენი თქვენი გადასაწყვეტია. თუმცა ეს არ ნიშნავს, რომ არ არსებობს კარგი ალტერნატივა. პარფიუმერიის მსოფლიო ბაზარი ძალიან შეიცვალა ბოლო 15 წლის განმავლობაში და გამოჩნდა არაერთი საინტერესო ალტერნატივა, რომლებმაც უკვე ჩაანაცვლეს სუნამოების ტესტერები. ამ მიმართულებას პარფიუმერების ენაზე ეწოდება: არომატის ფილოსოფია. რა მიმართულებაა ეს, რა პრაქტიკული ღირებულება აქვს მას მომხმარებლისთვის, ამ ყველაფერს გაიგებთ სტატიიდან – “ნომრიანი სუნამო – რატომ ღირს მისი შეძენა“.
საუკეთესო სურვილებით, პოსტის ავტორი, პარფიუმერიის ექსპერტი – მალხაზ ტაბაღუა.