სუნამოს მოხმარება

სუნამოს მდგრადობა – რა განაპირობებს მას

sunamos-mdgradoba

სუნამოს მდგრადობა – არომატის ბევრ ფანს სურს ამ საკითხზე ამომწურავი პასუხის მიღება.  ამ საკითხთან დაკავშირებით, მეც მქონდა სიწმაწვილეში კაზუსი. ერთხელ დეიდას ვსტუმრობდი სოხუმში.  ეს იყო 80-იანი წლები.  ის საკომისიო მაღაზიაში მუშაობდა და სახლში სუნამოების დიდი კოლექცია ჰქონდა. მახსოვს დავიწყე მათი გასინჯვა და ჩემი ყურადღება უცებ ერთმა ლამაზმა ფლაკონმა მიიპყრო. ზედ ეწერა CLIMAT LANCOME. ეს იყო ფლაკონი პულველიზატორის ანუ სპრეის გარეშე. მოვხსენი საცობი და მაჯაზე დავისხი ცოტა. მახსოვს, ამ საოცარმა სუნამომ უბრალოდ დამათრო! მაშინ მე ბევრი არაფერი გამეგებოდა სუნამოს მდგრადობის და სუნამოს შერჩევის შესახებ. მაშინ პიონერთა ბანაკები იყო და ერთ ერთი ასეთი, დეიდას სახლთან ახლოს იყო, საითაც გოგონების მოსახიბლად გავეშურე. 100 მეტრი არ ვარ სახლს გაცილებული და უკვე ვერ ვგრძნობ სურნელს.  ვიფიქრე, ალბათ ცოტა დავისხი მეთქი.გავბრუნდი და კიდევ დავისხი.  გაინტრესებთ, ზეთების რა კონცენტრაცია იყო იმ სუნამოში?  როგორც თავად ფრანგმა პარფიუმერებმა მითხრე შემდგომ ( ეს იყო უკვე დაახლებით 23 წლის შემდეგ მოსკოვში), მაშინ ეთერზეთების კონცენტრაცია იყო 35–50%  მე კი  მეგონა, რომ სუნამო არ იყო მდგრადი. სხვათა შორის, უნა აღვნიშნო, რომ იმ დროს საქართველოში შემოდიოდა მხოლოდ ორიგინალი სუნამოები, არ იყო არავითარი ტესტერები. რას ნიშნავს სუნამოს ტესტერი – გაიგებთ სტატიიდან “სუნამოს ტესტერი – ღირს ყიდვა”?  თქვენ ასევე დაგაინტერესებთ სტატია – ყალბი სუნამო – ისწავლე სუნამოს შემოწმება ექსპერტის 7 რჩევით .

 

ნონსენსი იმაშია, რომ თითქოს ბევრმა იცის მდგრადობასთან დაკავშირებული ნიუანსები, მაგრამ საქმეზე ყველაფერი თავდაყირა დგება. ეჭვი არ მეპარება, რომ ერთხელ მაინც გსმენია, თუ რა ფაქტორები განაპირობებს სუნამოს მდგრადობას. მივყვეთ რიგ რიგობით. მდგრადობის შეფასება ხდება კომპლექსურად და არც ერთი კომპონენტი არ უნდა გამოირიცხოს. მათ შორისაა:

  • მითები მდგრადობის შესახებ
  • სუნამოს მოხმარების კულტურა
  • პარფიუმერული კომპოზიციის თავისებურებები
  • მდგრადობის ობიექტური და სუბიექტური კრიტერიუმები
  • ჩვენი ცხვირის მგრძნობელობის ანატომიური თავისებურება

დავიწყოთ ცხვირით 

მისი მგრძნობელობა საკმაოდ ფაქიზი და არამყარი მექანიზმია. ეს ფაქტი ხშირად აბნევს ახალბედებს, რიმლებიც პაფიუმერიის სფეროში იწყებენ მუშაობას. ჩვენ ხან ვგრძნობთ სურნელს, ხან – არა. და ეს ეხება არა მარტო სუნამოს, არამედ საერთოდ ნებისმიერ სურნელს, როგორც ასეთს. ეგრეთწოდებული შეყნოსვის ადაპტაციას საფუძვლად უდევს დაცვითი მექანიზმი. ცნობილი პარფიუმერი სტეფან ელინეკი თავის ლეგენდარულ წიგნში “სუნამო – ოცნება ფლაკონში”, – წერს, რომ მაგალითად ჩვენი საყვარელი კერძი ზოგჯერ აღარ არის მეტად მიმზიდველი. აღგზნებისა და ეიფორიის კულმინაცია, რომელსაც ადამიანო განიცდის საყვარელ ადამიანთან ინტიმური სიახლოვის დროს, იცვლება შენელებით უცებვე აქტის შემდეგ. მაგრამ რატომღაც, როცა ეს ადაპტაციური თემა ეხება სურნელის საკითხს, მიუღებლად გვეჩვენება სუნამოსთან დაკავშირებით.

პარადოქსია იმაშია, რომ თუმცა, მომხმარებელმა შეიძლება იცოდეს ადაპტაციის ანუ მიჩვევის შესახებ, ის მაინც თვლის, რომ საქმე არა მის ცხვირშია, არამედ იმაში, რომ სუნამო არაა მდგრადი. სამწუხაროა, მაგრამ ფაქტია, რომ მოუმზადებელი კონსულტანტი მომხმარებლის პრეტენზიას, როგორც ჭეშმარიტებას ისე აღიქვამს. და მაშინ იწყება “გონკები”. ასეთი სიტუაციის გამოსწორება შეიძლება სათანადო ცოდნის მიღებით. მაშ რა ხდება სინამდვილეში და რა არის ეს მდგრადობა, ასე რომ უშლის ნერვებს სუნამოს ფანებს? ამ კითხვაზე პასუხს გავიგებთ შემდეგი პოსტიდან, სულ მალე. მოგეწონათ სტატია? გაუზიარეთ ის თქვენს მეგობრებს სოციალურ ქსელებში და მიიღეთ უამრავი მოწონება პოსტზე.

author-avatar

CIEL შესახებ

სუნამოების ინდივიდუაური შერჩევის კონსულტანტი, სუნამოს ექსპერტი 2004 წლიდან. ვეხმარები ადამიანებს - მათ შორის, შეყვარებულ წყვილებს, საყვარელი სუნამოების შერჩევაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *