მამაკაცის სუნამო Bottega Veneta Illusione-ს კომპოზიციის ზედა ნოტები დაუსრულებელი ციტრუსოვანი ქარიშხალია – ენერგიული, მჟავე ლიმონი მწარე ფორთოხალს ერწყმის და იტალიის ციტრუსოვან ბაღებში გადავყავართ, იქ, სადაც ტანმაღალ ხეებზე მზით გამთბარ წვნიან ხილთა ნაყოფები კეკლუცობენ. კომპოზიციის გულში ჩაღვრილია სურნელოვანი წიწვოვანი ფისი, რომლის სინთეზიც კედარის ნოტებთან, არისტიკრატიულ ტყეთა კრიალა ჰაერს გვაგონებს. პირამიდის ძირითადი ელემენტი, ბალახოვანი მსუყე ვეტივერი ხის ნოტებს აღრმავებს. ტონკას მარცვლები განაპირობებს თხელი შლეიფის სითბოს, ხოლო კარამელის მსუბუქი გემო პირამიდას შლეიფს მდგრადობას ანიჭებს. სუნამო Bottega Veneta Illusione – ეს არის ფლაკონში ჩაღვრილი იტალიური შარმი!


jQuery(function(){ jQuery('.custom-installment').click(function(){ installment_checkout(); }); jQuery('.blog-title-custom-click').click(function(){ window.location.replace('https://ciel.ge/sunamos-blogi'); }); });
function installment_checkout(){
let installmentProductID = jQuery('#wd-add-to-cart').attr('value'); let installmentProductQuantity = jQuery('input[name="quantity"]').val();
// console.log('/checkout/?add-to-cart=' + installmentProductID + '&quantity=' + installmentProductQuantity);
window.location.replace('/checkout?add-to-cart=' + installmentProductID + '&quantity=' + installmentProductQuantity);
}
კომენტარი
ფილტრის მოხსნამიმოხილვები ჯერ არ არის.