ელეგანტური, დახვეწილი, მიმზიდველი სუნამო Calvin Klein Eternity For Woman Intense, შექმნილია ქარიზმატული, სიცოცხლისმოყვარე, მხიარული და თავისუფალი ქალბატონებისთვის, მათთვის ვისაც ვერ წარმოუდგენია ცხოვრება ნამდვილ გრძნობათა ფოიერვერკის გარეშე!
მაცოცხლებელი წყლის ნოტები საოცრად ერწყმის მწვანე ბერგამოტის ნახევრად გამჭვირვალე სიგრილეს.
ეგზოტიკური ირისი ჰარმონიულ სინთეზშია ყვავილთა დედოფლის – წითელი ვარდის აკორდებთან. პარფიუმერული კომპოზიციის გულში ბატონობს სურნელოვანი ოსმანთუსი, თეთრი ვანილის სიტკბოება აღმოსავლური სანდალის ხის ნოტებს უერთდება, ხოლო პარფიუმის შლეიფის მიმზიდველობაზე პასუხს აგებს უბრწყინვალესი მუშკი.
მიმოხილვა
ფილტრის მოხსნამიმოხილვები ჯერ არ არის.