Chanel No.19: სუნამო, რომელიც ბევრს კადრს მიღმა დარჩა
Chanel No.19 არის ერთ-ერთი გამორჩეული და განსაკუთრებული სუნამო, რომელიც შეიქმნა 1970 წელს. ეს სურნელი იმავდროულად წარმოადგენს კოკო შანელის და მთელი მოდის სამყაროს გამოხატულებას, რადგან ის იყო ბოლო სუნამო, რომელიც მის სიცოცხლეში დაიბადა. თუმცა, მიუხედავად იმისა, რომ Chanel No 19 არის შანელის მემკვიდრეობის ნაწილი, მთავარი პარფიუმერი, რომელიც ამ სუნამოს შემქმნელია, იყო ანრი რობერი (Henri Robert). Chanel 19 – არის შანელის სახლის სუნამო თექვსმეტწლიანი პაუზის შემდეგ და ბოლო სუნამო, რომელიც გამოვიდა გაბრიელ შანელის სიცოცხლეში.
ეს არის Chanel No 19-ის საოცრად ლამაზი რეკლამა. 1975 წელი. პრინცესა მარა რასპოლი. აცვია აბრეშუმის პერანგი და ყელზე აქვს მძიმე ოქროს მედალიონი. შანელი უძღვნის თავის დიდებულ სურნელს მსოფლიოს ყველაზე დაუოკებელ ქალებს. რასპოლის სახლი ისტორიულად რომის ერთ-ერთი უდიდესი არისტოკრატული ოჯახია. მისი ყველა წევრი ატარებს საღვთო რომის იმპერიის პრინცის ტიტულს.
ანრი რობერი – CHANEL No 19-ის პარფიუმერი
გაბრიელ შანელმა პარფიუმერ ანრი რობერს ასეთი დვალება მისცა: კომპოზიცია უნდა შეიცავდეს პუდრისებრ ირისს და მწარე მწვანილის კომპოზიციას. ირისისა და გალბანუმის კომბინაცია იმ წლებში საკმაოდ გაბედული იყო ნაბიჯი იყო პარფიუმრიის ინდუსტრიაში. გალბანუმის ეთერზეთს აქვს მწარე, მცენარეული, მიწიერი სურნელი. გალბანუმს, რომელიც პასუხისმგებელია სურნელში გაზაფხულის სიმწვანესა და ახლად მოჭრილი ჰიაცინტების (ჰიაცინტი – აღმოსავლური სუმბული) სიმწარეზე.
ეს არის ასევე ის, რაც სუნამოს “სინორჩეს” სძენს. რობერმა სუნამოსთვის გამოიყენა უნიკალური ინგრედიენტები, რომლებიც ერთდროულად გამოხატავდა როგორც სიძლიერეს, ასევე სინაზეს. Chanel No. 19 არ არის უბრალო სურნელი, ის არის ქალის გონებრივი ძალისა და ინტელექტის სიმბოლო.
სურნელის კომპოზიცია
Chanel No. 19-ის კომპოზიცია მოიცავს სუნების სრულიად უნიკალურ ბალანსს. მისი თავშივე იგრძნობა მწვანე, ყვავილოვანი ნოტები, რომლებიც მოდის გალბანუმისგან (Galbanum). ეს მწვანე სიხალასე აერთიანებს სურნელს, რაც Chanel No. 19-ს განსაკუთრებულად დინამიკურ და სუფთა ხასიათს აძლევს. შუა ნოტებში იგრძნობა ირუსის ფესვები, რომელიც მას იდუმალ და ქალური ნიუანსებით ავსებს. ბოლოს, სუნამო აღწევს თავის დასკვნით ფაზას, სადაც იგრძნობა მუხის ხავსი, კედარი და ვეტივერი, რაც მას მიწიერი სიღრმესა და ხასიათს სძენს.
სახელწოდებაში 19-ის წარმოშობის ლეგენდა
პარფიუმერი ჟაკ პოლჟი ყვება: იყო 1970 წელი. 87 წლის გაბრიელ შანელი გამოდის სასტუმრო რიციდან. იმ მომენტისთვის მას ეპკურა Chanel 19 (ოღონდ ჯერ ამ სახელწოდების გარეშე). ამ დროს ის, ქუჩაში გააჩერა ახალგაზრდა მამაკაცმა. “სასტუმრო რიციდან გამოსვლისას, ჩემს მხრებზე უეცრად ვიგრძენი ვიღაცის ხელი და შემოვბრუნდი, რომ გამეგო, ვინ იყო ეს, – ყვებოდა კოკო. მაშინ, როცა ვაპირებდი, მეკითხა თუ რა უნდოდა, მან ამერიკული აქცენტით მითხრა: “მაპატიეთ, მე და ჩემს ორ მეგობარს გვსურს გავიგოთ, თქვენი სუნამოს სახელწოდება”. ჩემს ასაკში, იყო გაჩერებული ქუჩაში მამაკაცის მიერ, ნამდვილად არაა ურიგო, ხომ?”.
პარფიუმერი ჟაკ პოლჟი ყვება: იყო 1970 წელი. 87 წლის გაბრიელ შანელი გამოდის სასტუმრო რიციდან. იმ მომენტისთვის მას ეპკურა Chanel 19 (ოღონდ ჯერ ამ სახელწოდების გარეშე). ამ დროს ის, ქუჩაში გააჩერა ახალგაზრდა მამაკაცმა. “სასტუმრო რიციდან გამოსვლისას, ჩემს მხრებზე უეცრად ვიგრძენი ვიღაცის ხელი და შემოვბრუნდი, რომ გამეგო, ვინ იყო ეს, – ყვებოდა კოკო. მაშინ, როცა ვაპირებდი, მეკითხა თუ რა უნდოდა, მან ამერიკული აქცენტით მითხრა: “მაპატიეთ, მე და ჩემს ორ მეგობარს გვსურს გავიგოთ, თქვენი სუნამოს სახელწოდება”. ჩემს ასაკში, იყო გაჩერებული ქუჩაში მამაკაცის მიერ, ნამდვილად არაა ურიგო, ხომ?”.
თავდაპირველად სუნამოს “Coco” უნდა რქმეოდა, მაგრამ საბოლოოდ, მადმუაზელ შანელმა ეს სახელი ზედმეტად არასერიოზულად ჩათვალა ასეთი სერიოზული და ოდნავ სევდიანი სურნელისთვის და მას ნომერი მიანიჭა. რატომ 19? გაბრიელ შანელს სჯეროდა ნუმეროლოგიის: ერთი და ცხრა ხურავს რიცხვით წრეს, რაც ჰარმონიის სიმბოლოა და 19 არის თავად მადმუაზელ შანელის დაბადების თარიღი, რომელიც დაიბადა 1883 წლის 19 აგვისტოს.
შანელ19 გარდა ირისისა და გალბანუმისა, შეიცავს ფრანგული სუნამოების კლასიკურ კომპონენტებს: გრასის ნეროლი; მაისის ვარდი, ჟასმინი და ილანგი-ილანგი გულში; და ვეტივერისა და მუხის ხავსის ოდნავ მამაკაცური ბაზა. Chanel No. 19 გახდა საკულტო სურნელი 1970-იანი წლების დასაწყისისთვის. მან წამოიწყო მწვანე შიპრის მეორე ტალღა, რომელსაც თან ახლდა ფემინიზმის აღზევება და ძლიერი ქალების ეპოქა. არომატს აქვს სინაზისა და სიხისტის წარმოუდგენელი კონტრასტი. ამ კონტრასტის წყალობით Chanel No19 დღეს სრულიად არაგენდერულად ითვლება.
- არომატის პირამიდა:
- ზედა ნოტები: ნეროლი, ბერგამოტი, მწვანე ნოტები
- გულის ნოტები: ზამბახი, ნარცისი, ვარდი, ჟასმინი, ხეობის შროშანა, ილანგ-ილანგი
- საბაზისო ნოტები: ვეტივერი, სანდლის ხე, მუხის ხავსი, ტყავი
აი, რას ამბობს შანელ 19-ის ერთ-ერთი ფანი: 19-ის მუდმივად ტარება საკმაოდ რთულია. ის გაიძულებს, რომ ზურგი ხერხემალის ტკივილამდე გამართულად გეჭიროს. მაგრამ როცა ვიცი, რომ წინ გადატვირთული დღე მელოდება, ან მიწევს კომუნიკაცია იმ ადამიანებთან, რომლებიც შეეცდებიან ჩემს მოტყუებას, ან რამენაირი მანიპულაცია მოახდინონ, ამ სურნელს უბრალოდ შემცვლელი არ ჰყავს. მართალი გითხრათ, მე საკმაოდ რბილი ადამიანი ვარ და Chanel 19 მაძლევს იმ დოზით დრაივს, რომელიც მჭირდება ზოგიერთ სიტუაციაში.
ადამიანები, რომლებიც საკუთარ თავს არომასტილისტებს უწოდებენ (და მათ შორის ახლაც ძალიან ბევრია) არ გირჩევენ პაემანზე ასეთი სურნელების ტარებას. ამბობენ, რომ ის დისტანციას ქმნის და ზედმეტად ქალურ ძალასა და დამოუკიდებლობაზე საუბრობენ და ამან შეიძლება ნაზი კაცების ტრავმირება მოახდინოს… 7 წლის წინ გაცილებით ნაკლები არომასტილისტები იყვნენ, მე კი 19-ის პირველი ბოთლი ვიყიდე. თმიდან ფეხის ტეფამდე გადავისხი და პირველ პაემანზე წავედი ჩემს ამჟამინდელ ქმართან. ჩვენ აღარასოდეს დავშორებულვართ. არც სუნამოსთან, არც ქმართან. არომასტილისტები მხოლოდ ერთ რამეში არიან მართალი. მე-19 ნამდვილად არ არის სუსტებისთვის.
Chanel No. 19-ის მნიშვნელობა და პოპულარობა
თავის დროზე, Chanel No. 19 მოიპოვა პოპულარობა, რადგან ის გამოირჩეოდა მისი კლასიკური, მაგრამ თამამი სურნელით. ის განკუთვნილია ქალებისთვის, რომლებიც არ უშინდებიან თავიანთი ინდივიდუალურობის გამოხატვას და აქვთ ძლიერი, დამოუკიდებელი ხასიათი. მიუხედავად იმისა, რომ Chanel No. 19 ხშირად მიიჩნევა უფრო „რთულ“ სუნამოდ, იგი დიდი პოპულარობით სარგებლობს მათ შორის, ვისაც უყვარს განსხვავებული და უნიკალური არომატები.
Chanel No. 19 იყო და რჩება მნიშვნელოვან სურნელად, რომელიც შანელის მემკვიდრეობაში განსაკუთრებულ ადგილს იკავებს. ის არ არის უბრალოდ კიდევ ერთი სუნამო – ეს არის სიმბოლო, რომელიც გამოხატავს კოკო შანელის მუდმივ სტილსა და მის ამაღლებულ გემოვნებას, რაც დღემდე ინარჩუნებს პოპულარობას.