სიელის უნიკალური სერვისი – “სუნამოების ბრმა დეგუსტაცია”, განკუთვნილია მათთვის, ვინც ეძებს სახალისო და ინოვაციურ გზებს პარფიუმერიის სამყაროს შესასწავლად. ასევე მათთვის ვინც მზად არის მიიღოს ჩვენი გამოწვევა და გამოსცადოს საკუთარი თავი „სუნამოს ექსპერტის“ ამპლუაში. ეს სერვისი აზარტულიც არის და ახალი არომატების აღმოჩენის შესანიშნავი საშუალება! დეგუსტაციაში მონაწილეობის მისაღებად საკმარისია საიტზე განათავსოთ შეკვეთა (100₾ ან მეტი).
შეკვეთის განთავსების შემდეგ უნდა მიუთითოთ 1, 2 ან 3 სუნამო, რომლის სურნელის ამოცნობაშიც თვლით რომ ხართ ექსპერტი. ჩვენი კურიერი შეკვეთასთან ერთად მოგიტანთ სუნამოს დეგუსტაციის ქეისს, სადაც განთავსებული იქნება 5 სხვადასხვა სუნამოს ბლოტერი, რომელთა შორის 2 სუნამომდე, იქნება თქვენს მიერ მითითებული სუნამოებიდან შერჩეული, ხოლო დანარჩენი ჩვენი სუნამოების ექსპერტის მიერ.
იმ შემთხვევაში თუ თქვენ ნამდვილად ხართ ექსპერტი და ამოიცნობთ თქვენს მიერ მითითებულ სუნამოს სურნელს, მიიღებთ მას საჩუქრად. სხვა შემთხვევაში ქეისი დარჩება თქვენთან, რომ უფრო უკეთ გაეცნოთ ახალ არომატებს და შემდეგი შეკვეთისას უფრო მომზადებული შეხვდეთ ჩვენს გამოწვევას. სუნამოების ონლაინ მაღაზია CIEL – ადგილი, სადაც არასდროს მოიწყენ!
თემო –
როგორც სუნამოების დიდი კოლექციის მფლობელმა, შემიძლია განვაცხადო – ერთადერთი სუნამოს არჩევა რომ მომიწიოს და მითხრან ეს სუნამო უნდა ატაროო მთელი სიცოცხლე, Dior Homme intense იქნებოდა ის. დიდი ხანია აღფრთოვანებული ვარ Dior Homme-ს ხაზით, ჩემთვის ეს ზოგადად მაღალი პარფიუმერიის ეტალონია, მიუხედავად იმისა, რომ ეს არის სელექტივი და არა ნიშა…
იმდენად მიყვარს ეს სუნამოები, რომ შემეძლო ამ ხაზიდან 2-3 სუნამოთი შემოვიფარგლო და სხვა არაფერი ვიყიდო! სქელი მინისგან დამზადებული კუბის ფორმის ფლაკონი, კლასიკური ვერსიისგან განსხვავებით აქ მინა გვერდებზე ჩაბნელებულია, საფარი არ არის გამჭვირვალე, მაგრამ შავია.
tsiragognadze –
საოცარი სურნელის სუნამო.
Store manager CIEL –
ცირა მადლობა თქვენი შეფასებისთვის!