სუნამოს ისტორია

სუნამო, რომელიც 30 წელია, ნიჟარაშია მოქცეული

Franck Olivier

სუნამო, რომელზეც დღეს ვისაუბრებთ, მალე 30 წლის ხდება. Franck Olivier – სუნამო ლეგენდა, რომელსაც ვერ ელევიან ქალბატონები მსოფლიოს სხვადასხვა კუთხეში. ფრანკ ოლივერი – არის კომპანია, რომლის სახელწოდებაც ეფუძნება ორი ძმის სახელს. 1965 წელს მათ გადაწყვიტეს საკუთარი ბრენდის გახსნა. ძმები დარწმუნებულნი იყვნენ თავიანთ წარმატებაში და, შესაბამისად, ყურადღება გაამახვილეს არა იაფფასიან პროდუქციაზე და ხელმისაწვდომობაზე, არამედ მაღალ ხარისხზე, ნათელ, თამამ და ექსტრავაგანტულ მხარეზე.

მათ მიერ შეკერილი ტანსაცმლის შეძენა მხოლოდ მდიდარ ადამიანებს შეეძლოთ, რომლებიც დაინტერესებულნი არიან მაღალი მოდით და მზად არიან გადაიხადონ ხარისხსა და ექსკლუზიურობაში. მათ სურდათ გამორჩეულიყვნენ ნაცრისფერი ბრბოსგან და ამიტომ აირჩიეს ფრანკ ოლივერის პროდუქტები. კომპანიამ არა მხოლოდ გარდაქმნა კაცები, არამედ ქალებსაც მისცა შესაძლებლობა არ ეცხოვრათ, ვიწრო ჩარჩოში მოქცეული სტანდარტებით.

ახლა კაცობრიობის მშვენიერი ნახევრის წარმომადგენლებს აღარ უწევდათ სხეულის “მორგება” გამოგონილ სტანდარტებზე. დიზაინერებმა სამოსი ისე შეიმუშავეს, რომ წარმოეჩინათ დადებითი მხარე და დაემალათ ის ხარვეზები, რაც ყველას აქვს. 1993 წელს, ბრენდის პირველი სუნამოები გამოჩნდა პარფიუმერიის მაღაზიების თაროებზე. ეს იყო დახვეწილი და უნიკალური სუნამოები მამაკაცებისა და ქალებისთვის, რომლებიც დღესაც ძალიან პოპულარულია.

ორი წლის შემდეგ, ფრანკ ოლივერის ტანსაცმლის ხაზმა უკვე მოიპოვა აღიარება სხვა ქვეყნებში. დამფუძნებლისთვის განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა ამერიკელი კაპრიზული საზოგადოების დაპყრობას, ასევე, ნიუ-იორკში მე-5 ავენიუზე მაღაზიის გახსნას. ბრენდს ახასიათებს სიყვარული ბუნებრივი მდიდრული ქსოვილების მიმართ, როგორიცაა აბრეშუმი, ბამბა ან თეთრეული.

 

FRANCK OLIVIER: საკუთარი გზა სილამაზის სამყაროში

სახელის არჩევა ქმნის შენს მომავალს… ისტორია გვიყვება, რომ ფრანგმა დიზაინერმა თავის უფროს ვაჟს ფრანკი დაარქვა, რათა თავისუფლებისადმი ლტოლვა ჩაენერგა, უმცროს ვაჟს კი – ოლივიე, რათა ის ძლიერი და გამბედავი გაიზარდოს. ის ცდილობდა მომავალი თაობებისთვის ძლიერი ღირებულებების გადაცემას.

ამ სულისკვეთებით, აბრეშუმის ბლუზა ხდება მისი კოლექციების საფუძველი. ცოცხალი ფერები, ჰაეროვანი მასალები, ადვილად მოსახმარი… თავისუფლებისა და სიცოცხლისუნარიანობის სინონიმი, ეს ნაჭერი თავისთავად განასახიერებს ფრანკ ოლივიეს ღირებულებებს.

1993 წელს შეიქმნა დიზაინერის პირველი სუნამო – Franck Olivier Paris, რომელიც მომხმარებელთა ყურადღების ცენტრში იყო კანის Duty Free-ის გამოფენაზე. ბრენდის სუნამოები არის დახვეწილი კომპოზიციები, რომლებიც იწვევს ყველაზე საოცარ შეგრძნებებს. Franck Olivier-ის პარფიუმერიის ბრენდის დამახასიათებელი ნიშანია ქალებისთვის შექმნილი სპეციალური ხაზი.

დღეს ეს სუნამოები ფართოდ არის ცნობილი. ისინი განასახიერებენ გულწრფელ და მხოლოდ ყველაზე პოზიტიურ გრძნობებს. Franck Olivier-ის პარფიუმერიას აქვს სუნამოებისა და ტუალეტის წყლის ფართო არჩევანი, რომელიც შესაფერისია ნებისმიერი კატეგორიის ქალებისთვის, მშვიდი და რომანტიულიდან, აქტიურ და ვნებიანამდე.

სუნამო მიეკუთვნება ხილის და ყვავილოვანი სუნამოების ჯგუფს. ზედა ნოტები – გრეიფრუტი, ჟოლო, ატამი, ქლიავი. შავი მოცხარი – იძლევა სიმსუბუქეს და ენერგიას, გულის ნოტები – ჟასმინი, ვარდი და ია – გააღვიძებს ემოციებს, ხოლო ვანილის, ვეტივერის ძირითადი აკორდები, ზამბახი, თაფლი, მუშკი და სანდლის ხეები ასწავლიან, რომ იყვნენ მიმზიდველნი. ამ სუნამო ასევე აქვს ლამაზი გამყოლი სურნელი, რასაც ძალიან აფასებენ ქალბატონები. გაიგეთ მეტი ამ თემაზე, ჩემი სტატიიდან – ყველაზე გამყოლი სუნამოები: მითები და ფაქტები.

Franck Olivier-ის ბრენდის ქვეშ მყოფი ხელოვნების ყველა ნამუშევარი ელეგანტურობისა და გულწრფელობის განსახიერებაა. დიზაინერი თავისი მოღვაწეობის საფუძვლად იყენებს ანტიკურობას და ყველაფერს, რაც მას უკავშირდება. სწორედ იმ შორეულ დროში იყო, მისი აზრით, ხალხი ჭეშმარიტად ვნებიანი. და სწორედ ამ ატმოსფეროს გადატანას ცდილობს მის თითოეულ პარფიუმერულ ქმნილებაში.

author-avatar

CIEL შესახებ

სუნამოების ინდივიდუაური შერჩევის კონსულტანტი, სუნამოს ექსპერტი 2004 წლიდან. ვეხმარები ადამიანებს - მათ შორის, შეყვარებულ წყვილებს, საყვარელი სუნამოების შერჩევაში.

კომენტარის დატოვება