სუნამო Giardini Di Toscana Bianco Oro გამორჩეულად მდიდრული, მაცდური და ექსცენტრული ნიშ-არომატი. თუ Bianco Latte ტკბილი და გურმანულია, Bianco Oro წარმოადგენს ცხარე, მერქნოვან და ამბრის სურნელოვან კომპოზიციას, რომელიც ფუფუნებასა და ენერგიას ასხივებს.
Bianco Oro იწყება ვარდისფერი პილპილისა და ცოტაოდენი ბერგამოტის მატონიზებელი, ციტრუსოვან-ცხარე აკორდით. გულში შემოსული შავი პილპილი და აბსენტის ნოტები მას სძენს საინტერესო, ოდნავ მწარე და ექსცენტრულ ხასიათს, რომელსაც ვარდის ნაზი ელფერი ამბალანსებს.
სუნამოს მთავარი ძალა და შლეიფი მის ბაზაშია — ამბროქსანისა და ცეტრალოქსის მაღალი კონცენტრაცია ქმნის თანამედროვე, ძლიერ, მერქნოვან-ამბრისებრ კვალს, რომელიც წარმოუდგენლად მდგრადია. ეს არის სუნამო მათთვის, ვისაც უყვარს ყურადღების ცენტრში ყოფნა და შთამბეჭდავი, გრძელვადიანი შლეიფის დატოვება.
სურნელოვანი ნოტების პალიტრა
-
ზედა ნოტები: ვარდისფერი პილპილი (Pink Pepper), ბერგამოტი
-
გულის ნოტები: შავი პილპილი, ვარდი, აბსენტი (Absinthe)
-
საბაზისო ნოტები: ამბროქსანი (Ambroxan), ცეტრალოქსი (Cetalox), პაჩული (Patchouli)
მიმოხილვა
ფილტრის მოხსნამიმოხილვები ჯერ არ არის.