ყველაზე სკანდალური: Opium Yves Saint Laurent
ივ სენ ლორანის სკანდალური სუნამო: პარფიუმერულ სამყაროში არცთუ ისე ბევრი სუნამოა, რომლებიც ლეგენდარულად ითვლება და ამავდროულად — სკანდალურად. ასეთები თითზე ჩამოსათვლელად არის და ეჭვგარეშეა, რომ ივ სენ ლორანის ოპიუმი ამ სიაშია.
Opium-ის შექმნის საწყის წერტილად იქცა ტანსაცმლის კოლექცია, რომელიც მოდის ისტორიაში შევიდა “ჩინური”-ს სახელით, რადგან მისი უმეტესობა შედგებოდა მდიდრულად ნაქარგი აღმოსავლური სტილის ოქროს ტაფტისა და შავი ხავერდის კოსტიუმებისგან. დიზაინერმა, ალბათ, იცოდა, რას უქადდა მომავალი სუნამოს, სახელწოდებით — “ოპიუმი”, მაგრამ მას უკვე არ შეეძლო მიეტოვებინა იდეა, რომელიც მას გენიალური ეჩვენებოდა. კრიტიკა და ნარკომანიის პროპაგანდაში წაყენებული ბრალდებები მას ნაკლებად ადარდებდა.”მსურს შევთავაზო ქალბატონს ოცნებაში მოგზაურობა”, — ასე ამბობდა ივ სენ ლორანი თავის ქმნილებაზე.
ფლაკონის ფორმის იდეა ლორანს დაებადა იაპონური ლაკირებული ზარდახშის ინსპირაციის ქვეშ. ივ სენ ლორანი აღფრთოვანებაში მოიყვანა ამ უჩვეულო ნივთმა, და რა თქმა უნდა, სურდა, რომ მისი “ოპიუმი” ამგვარ ჭურჭელში ყოფილიყო მოთავსებული. სუნამოს ფლაკონმა დაარღვია პარფიუმერიის ყველა წესი, რომელიც მანამდე იყო ცნობილი. ფლაკონი დამზადებული იყო გაუმჭვირვალე მასალისგან და ჰქონდა პაწაწინა “ფანჯარა”, — მხოლოდ მისი საშუალებით შეიძლებოდა ულამაზესი ქარვის სითხის დანახვა. გარდა ამისა, inro haute couture-ს ამშვენებდა აბრეშუმის თასმა ფუნჯით და ელეგანტური მძივით — ეს დეკორი ხელით იყო დამზადებული და სხვაგვარად არც უნდა ყოფილიყო!
Opium — ლორანის საკულტო პარფიუმერული შედევრია. ის შეიქმნა მისი მოთხოვნის შესაბამისად — სუნამო უნდა მოსწონებოდა ჩინეთის იმპერატორ ცისის — ქალს, რომელიც არა მხოლოდ სისასტიკითა და ძალაუფლებისადმი დაუოკეობელი წყურვილით იყო გამორჩეული, არამედ შემჩნეული იყო ოპიუმის მოხმარებაში.
ირონია კი იმაში მდგომარეობს, რომ Opium ზუსტადაც რომ ჩინეთში იყო დიდი ხნის განმავლობაში აკრძალული. იქ, “ოპიუმი” ჩათვალეს აღმოსავლეთის ქვეყნების შეურაცხყოფად, და რომ ის, დამახინჯებულ წარმოდგენას უქმნიდა ადამიანებს ჩინეთზე.
ფოტოზე: ჩინეთის იმპერატორი ცისი.
ბუნებრივია, რომ სუნამოს ასეთი ეპატაჟური სახელწოდებით გამოსვლას თან სდევდა დიდი სკანდალები. განსაკუთრებული აგრესიით გამოირჩეოდნენ ამერიკის შეერთებული შტატების მოქალაქეები. დაუყოვნებლივ გადაწყდა, რომ სუნამო ღიად უწყობს ხელს ნარკოტიკების პროპაგანდას და აქტივისტები მოითხოვდნენ Yves Saint Laurent-ის პროდუქციის სრულ ბოიკოტს.
შემდეგ, ზოგიერთი ევროპელი ექსპერტის თქმით, სუნამო შეიცავდა ადამიანისთვის საზიანო ნივთიერებებს და იწვევდა ალერგიულ რეაქციებს — სუნამო შეიცავდა დიდი რაოდენობით აღმოსავლურ სანელებლებს. უბრალოდ გადახედეთ მის შემადგენლობას:
- არომატის მიმართულება: აღმოსავლური
- საწყისი ნოტები: კორიანდრი, ციტრუსები, წიწაკა, შროშანა
- გულის ნოტები: მიხაკი, დარიჩინი, ჟასმინი, პაჩული, სანტალი
- საბაზისო ნოტები: ლაბდანუმი, ბალზამი, ოპოპონაქსი, ვანილი, ბენზოინის კუპრი, ვეტივერი, კასტორეუმი, ამბრა
ფოტოზე: ივ სენ ლორანი “ოპიუმურ” წვეულებაზე თავის სტუმრებთან ერთად. 1978 წელი
სარეკლამო კამპანიამ წარმოუდგენელი აჟიოტაჟი გამოიწვია 1977 წელს. ტაბუ დაედო სუნამოს სახელის ნებისმიერ ხსენებას საუდის არაბეთსა და ჩინეთში. სუნამოს, ოპიუმის სახელწოდებით, მუდმივი სირთულეები ჰქონდა საბაჟოზე. ყველას დასაცინად, 1978 წელს კუტურიემ გრანდიოზული “ოპიუმის” წვეულება გამართა მეკობრეების გემის — “პეკინი”-ს გემბანზე. 800 ადამიანი გახდა სენ ლორანის სტუმარი, რომელთა შორის იყვნენ მრავალი ცნობილი სახეები და პირველი რანგის ტოპ-მოდელები. იმ დროისთვის უკვე ცხადი იყო: ოპიუმისთვის ბრძოლა მორალისტებთან მოგებული იყო. მხოლოდ პირველ 3 თვეში სკანდალური სუნამოს გაყიდვებიდან მიღებულმა თანხამ შეადგინა 3 მილიონი დოლარი. მოგვიანებით, გამოვიდა სუნამოს მრავალფეროვანი რიმეიქები, მათ შორის — Ives Saint Laurent Black Opium.
გასაკვირი არაა, რომ გაყიდვებმა მოლოდინს 15-ჯერ გადააჭარბა. და ეს მხოლოდ საფრანგეთში. ამერიკელი ქალები სუნთქვაშეკრული ელოდებოდნენ გემის ჩამოსვლას ასე ნანატრი ფლაკონებით, რიგებშიც კი დგებოდნენ მის შესაძენად. შედეგად, Opium გახდა YSL-ის პირველი არომატი, რომელზეც გაიხსნა წინასწარ შეკვეთა, ან როგორც ახლა ვიტყვით — პრეორდერი. სამწუხაროდ, სუნამოს დიდი პოპულარობის გამო, წლების შემდგომ დაიწყეს Opium-ის მასიურად გაყალბება. გაიგეთ, როგორ აირიდოთ ასეთი სუნამოების შეძენა, ჩვენი ბლოგის სტატიიდან — “ყალბი სუნამო — ექსპერტის 7 რჩევა, მის ამოსაცნობად”.
არანაკლებ გამომწვევი იყო სუნამოს სატელევიზიო რეკლამა. 80-იანი წლების შუა პერიოდში ახალგაზრდა ლინდა ევანგელისტა გახდა სუნამოს სახე.1980-იან წლებში იტალიური მაფიის თემა ძალიან პოპულარული იყო. მსოფლიო უყურებდა ფილმებს მაფიის შესახებ, სერიალებს მაფიის შესახებ. მაგრამ ამ თემისთვის სუნამოს რეკლამა რომ მიგეძღვნა, უნდა ყოფილიყავი ივ სენ ლორანი!
მადლობა, რომ ესტუმრეთ ჩემს ბლოგს და დრო დაუთმეთ სტატიის კთხვას!
საუკეთესო სურვილებით, პარფიუმერული ექსპერტი, მალხაზ ტაბაღუა