ქალის სუნამო Jean Paul Gaultier Classique – ყველასთვის ცნობილია მაღალი მოდის მეტრის Paul Gaultie-ს ექსცენტრიულობა, სწორედ აქედან გამომდინარე, ის თავის არომატში Paul Gaultier Classique ხსნის ქალის ხალას, ეგზოტიკურ ბუნებას და აძლევს საშუალებას მშვენიერი სქესის წარმოიმადგენლებს სულ სხვანაირად, ახლებურად შეიცნონ საკუთარი თავი. სურნელოვანი, შემტევი, მაგრამ რბილი ჯანჯაფილის შუშხუნა სურნელი გამვლელს აიძულებს მზერა გააყოლოს იმას, ვისაც Paul Gaultier Classique-ის თუნდაც ერთი წვეთი ასხია, დატოვებული არომატი ისე თამაშობს და ინავლება, როგორც მზე კრიალა შუშაზე.
კომპოზიციის პირველ ნოტებად ფორთოხლის ყვავილები, მანდარინი, მიხაკისა და ილანგ-ილანგის ეგზოტიკური აკორდები იღვრება. სურნელთა ამ ფერხუმს სულ მალე ვანილის სინატიფე ემატება. მოლოდინის სიტკბოება, დაღლილობა, ცნობისმოყვარეობა და ბზინვარება დაშვებულ წამწამებს მიღმა – ეს ყველაფერი ოსტატურად იმალება პარფიუმერული ფლაკონის ელეგანტური თავსახურის ქვეშ. Jean Paul Gaultier Classique ქალური ბრწყინვალების მჭევრმეტყველი მტკიცებულება გახლავთ. ის ქალივით მრავალფეროვანი და მხიარულია, ქალივით მრავალმხრივი და ცქრიალაა, ქალივით დაუვიწყარ კვალს ტოვებს. თუ გსურთ იყოთ ერთადერთი, მაშინ ეს სუნამო თქვენთვისაა!
მიმოხილვა
ფილტრის მოხსნამიმოხილვები ჯერ არ არის.