სუნამოს მოხმარება

ქალის საუკეთესო სუნამო: როგორ შევარჩიოთ სურნელოვანი ხელწერა

ქალის საუკეთესო სუნამო

ქალის საუკეთესო სუნამო – არსებობს კი საუკეთესო? ან როგორ უნდა განისაზღვროს, რომელია საუკეთესო და რატომ? ადამიანებს ხომ განსხვავებული გემოვნება აქვთ. სუნამო ქალის ყოველდღიურ იმიჯში, ხშირად, უფრო მეტია, ვიდრე უბრალოდ სურნელი. ის ასახავს ქალის ხასიათს, სტილსა და შინაგან სამყაროს. ამ მრავალფეროვანი არომატების სამყაროში, რთულია გააკეთო არჩევანი, რომელიც საუკეთესო იქნება თქვენთვის. ამიტომ, ამ სტატიაში განვიხილავთ, როგორ შეიძლება იპოვოთ თქვენი “საუკეთესო” სუნამო და გავეცნოთ ისეთ არომატებს, რომლებიც ქალის ელეგანტურობასა და შარმს კიდევ უფრო მეტად გაამჟღავნებენ.

ქალის სუნამო Chanel №5 Parfum Chanel The Vintage Collection 7.5ml

Original price was: 720₾.Current price is: 645₾.
პრიზი 645
კალათაში დამატება
მარადიული კლასიკა, სუნამო Chanel №5 Parfum – არის კარგი გემოვნების სიმბოლო და მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე გაყიდვადი არომატი. მისმა დიდმა შემქმნელმა,

Chanel № 5

კლასიკური, ალდეჰიდური სუნამო, რომელიც ხასიათდება ქარვის, ჟასმინისა და ვარდის მდიდარი ნოტებით. ეს სუნამო ფუფუნების, სიმდიდრის და ელეგანტურობის სიმბოლოა და საუკუნეზე მეტია ქალის საუკეთესო სურნელად ითვლება.

ერნესტ ბოს მანიაკალურმა ყურადღებამ დეტალებზე და ხარისხზე, ერთ ბოთლში შერწყმულმა უდიდეს პარფიუმერულ გამოგონებასთან – დიდი რაოდენობით ალდეჰიდების გამოყენებამ – წარმოშვა ის, რაც მსოფლიომ დაასახელა, როგორც “პარიზული ღამის სამეფო ცდუნება”.

ასეც არის: ილანგ-ილანგის და ვარდის გასხივოსნებული გუნდი ოქროს ფოთოლივით მიცურავს ვანილისა და სანდლის ხის სქელ ტბაში.

Christian Dior J’adore

ეს თანამედროვე კლასიკა ხასიათდება ტკბილი და ყვავილოვანი ნოტებით, რომელთა შორისაა ილანგ-ილანგი, ჟასმინი და ვარდი. სურნელი განასახიერებს ქალურობას და გრაციოზულობას.

სუნამო Christian Dior J’adore – არის ხილის და ყვავილების მიქსი, რომელიც იწყება ბერგამოტის, ტკბილი მსხლის, მწიფე ნესვის გამაგრილებელი სურნელით საწყის ნოტებში. აყვავებული მაგნოლია, სურნელოვანი მანდარინი და წითელი ატამი შერეული თეთრი ჟასმინით გულის ნოტებში;

ქლიავი, ია. დელიკატური შროშანი, ეგზოტიკური ორქიდეა, ნეპალის ვარდი, ფრეზიას ყვავილები და მექსიკური ტუბეროზა ავსებს გულის ნოტებს. შლეიფის ნოტები ქმნიან ვანილისებრ  სიტკბოებას, ტეხასის კედარისა და მაყვლის დახვეწილი ქარვის არომატით. ეს არის შთაგონების სურნელი, ხაზგასმული ქალურობა, ხელუხლებელი ბუნების სილამაზე, მხიარულება.

ქალის სუნამო J’adore Christian Dior Eau de parfum 30ml | 50ml | 100ml

365659
პრიზი 365
არჩევის პარამეტრები This product has multiple variants. The options may be chosen on the product page

ქალის საუკეთესო სუნამო: შერჩევის ეტაპები

უკეთ რომ გაეცნოთ ამ თემას, წაიკითხეთ ჩვენი სტატია ამავე ბლოგზე – “როგორ შევარჩიოთ სუნამო ასეთ მრავალფეროვნებაში“. სუნამოს არჩევა პერსონალურია, რადგან ის უნდა შეესაბამებოდეს თქვენს ხასიათს, სტილს და ემოციებს. იდეალური სუნამოს პოვნაში დაგეხმარებათ შემდეგი ნაბიჯები:

  • გაითვალისწინეთ შემთხვევა: სხვა სუნამო გამოგადგებათ ყოველდღიურობაში, სხვა კი – განსაკუთრებული ღონისძიებებისთვის. მაგალითად, მსუბუქი და ციტრუსოვანი არომატები შესანიშნავია ოფისისთვის ან ყოველდღიური შეხვედრებისთვის, ხოლო ღრმა და აღმოსავლური სურნელები უფრო მისაღებია საღამოსა და ოფიციალურ ღონისძიებებზე.
  • პიროვნული სტილი და ხასიათი: ამ დეტალის გათვალისწინება ასევე დაგეხმარებათ, სწორად შეარჩიოთ ქალის საუკეთესო სუნამო. თქვენი ხასიათი პირდაპირ აისახება იმაზე, თუ როგორი სუნამო უნდა გქონდეთ. თუ გიყვართ კლასიკური და ელეგანტური სტილი, შეარჩიეთ ქარვის ან ყვავილოვანი ნოტები.

სუნამო Chanel Coco Mademoiselle Eau de parfum 50ml | 1.7 Fl Oz

Original price was: 500₾.Current price is: 425₾.
პრიზი 425
კალათაში დამატება
ქალის სუნამო Chanel Coco Mademoiselle არის ელეგანტური და უნაკლო, კლასიკური არომატი, გამოშვებული 2001 წელს. იგი ქმნის დახვეწილ, სენსუალურ და სუფთა

Chanel Coco Mademoiselle

ქალის საუკეთესო სუნამო Chanel Coco Mademoiselle არის ელეგანტური და უნაკლო, კლასიკური არომატი, გამოშვებული 2001 წელს. იგი ქმნის დახვეწილ, სენსუალურ და სუფთა აურას თავისი სანახაობრივი, გამოჩენილი და მდიდრული მფლობელის გარშემო, აცვამს ქალს უხილავ, ძვირადღირებულ არომატულ კაბას.

  • საწყისი ნოტები: ფორთოხლის, მანდარინის და ბერგამოტის გამაცოცხლებელი, ციტრუსის აკორდების კლასიკურ კომბინაცია რომანტიკული, ნაზი ფორთოხლის ყვავილის თაფლისფერ-ყვავილოვანი მოტივები.
  • კოკო მადმუაზელის გული მოფენილია ჟასმინის კაშკაშა ფურცლებით, რომელთა არომატი ერთ თანხმოვან აკორდში ერწყმის მომხიბვლელ მიმოზას მზიან, ყვავილოვან-ფხვნილიან ნიუანსებს.

Lancôme La Vie Est Belle

ეს ტკბილი და ქარვის სუნამო განსაკუთრებულად მიმზიდველია მათთვის, ვისაც სურს იგრძნოს საკუთარი თავი სიცოცხლით სავსედ. მისი წამყვანი ნოტებია შოკოლადი, ვანილი და პაჩული.

ქალის საუკეთესო სუნამო – La Vie Est Belle Lancome შექმნილია მათთვის, ვისაც სიცოცხლით სავსე ნატურა აქვს. ვინც გრძნობს ყოველი დღის მნიშვნელობას და განიცდის ნათელ ემოციებს. მშვენიერია სიცოცხლე? ნათელი და ინტენსიური აღმოსავლურ-ყვავილოვანი კომპოზიცია პირველივე ნოტებიდან გიპყრობთ. შავი მოცხარისა და ფორთოხლის ყვავილის ნოტების კომბინაცია სიხარულს ანიჭებს მის მფლობელს.

ქალის სუნამო La Vie Est Belle Lancome L’eau de parfum 75ml

Original price was: 400₾.Current price is: 325₾.
პრიზი 325
კალათაში დამატება
სუნამო La Vie Est Belle Lancome შექმნილია მათთვის, ვისაც სიცოცხლით სავსე ნატურა აქვს. ვინც გრძნობს ყოველი დღის მნიშვნელობას და განიცდის

სუნამო Black Opium Yves Saint Laurent eau de parfum 30ml | 50ml | 90ml

325525
პრიზი 325
არჩევის პარამეტრები This product has multiple variants. The options may be chosen on the product page
ქალის სუნამო Black Opium Yves Saint Laurent – ეს არის აღმოსავლეთის საიდუმლოება სურნელის ამოსუნთქვაში. ეს არის სამყარო, სადაც ქალბატონი ამოუცნობი

Yves Saint Laurent Black Opium

თამამი და სექსუალური სურნელი, რომელიც ხასიათდება ყავის, ვანილის და ყვავილოვანი ნოტების კომბინაციით. ის პოპულარობით სარგებლობს ენერგიულ და დინამიკურ ქალებში.

ქალის სუნამო Black Opium Yves Saint Laurent – ეს არის აღმოსავლეთის საიდუმლოება სურნელის ამოსუნთქვაში. ეს არის სამყარო, სადაც ქალბატონი ამოუცნობი საიდუმლოებაა. თანამედროვე „შავი ოპიუმი“, ლეგენდარული არომატის ახლებური ხედვაა. მის შექმნაზე მუშაობდა ნიჭიერი პარფიუმერი – ნატალი ლორსონი. მან აქცენტი გააკეთა კომპოზიციის იდუმალ მხარეზე.

ცენტრალური აკორდი არის ყავის მოტივი, რომელიც აინტრიგებს თავისი ინტენსივობით. ერთგვარ გლამურულ სტილს სუნამოს აძლევს, ვანილის, ჟასმინის, ვარდისფერი წიწაკის, ფორთოხლის ყვავილის, კედარის და პაჩულის ჟღერადობა.

მე შევეცადე შემერჩია ქალის საუკეთესო სუნამო, თუმცა ერთი პოსტის სტატიაში ვერ ჩაეტია დანარჩენი ბესთსელერები. გისურვებთ, შეარჩიოთ თქვენი ფავორიტი! მადლობა დრო რომ დაუთმეთ ამ სტატიის კითხვას!

მალხაზ ტაბაღუა

პარფიუმერიის ექსპერტი 2004 წლიდან

author-avatar

CIEL შესახებ

სუნამოების ინდივიდუაური შერჩევის კონსულტანტი, სუნამოს ექსპერტი 2004 წლიდან. ვეხმარები ადამიანებს - მათ შორის, შეყვარებულ წყვილებს, საყვარელი სუნამოების შერჩევაში.

კომენტარის დატოვება