ქალის სუნამო La Belle Classique Jean Paul Gaultier – ეს არის პარფიუმი, რომლის კომპოზიციის გრძნობისმიერი ნოტები ვირტუოზულად გამოხატავს ქალის ბუნების ყველა ღირსებას. გრანდიოზულად ქალურია მისი შეფუთვაც – არომატი მოთავსებულია გრაციოზული ქალის ფიგურის ფლაკონში, რომელსაც მოდური, წითელი ხავერდის კაბა აცვია მორთული ყვავილის ორნამენტიანი ოქროს კოლიეთი.
კომპოზიციის გულში ხილის მსუყე აკორდები შერწყმულია მინდვრის ბალახის მშრალ ნოტებთან. პარფიუმერული სამკუთხედის მწვერვალზე იფრქვევა ბერგამოტის სასიამოვნო სიხალასე, რომელიც მსხლის წვნიან სიტკბოებაში გადადის.
მდგრად, ვანილის ტკბილ შლეიფში სუსტად ისმის აღმოსავლური სანელებლების აქცენტები, რაც პარფიუმს განსაკუთრებლად ამაღელვებელ და სასურველ ჟღერადობას მატებს.
LA BELLE CLASSIQUE JEAN PAUL GAULTIER: შექმნის ისტორია
ხაზის პირველი გამოცემა ატარებს ფლაგმანური სუნამოს დნმ-ს, რომელიც გვთავაზობს მუქი კარამელის კომბინაციას ტონკას მარცვლთან და ვეტივერთან. კომპოზიცია შემკულია კარდამონის დელიკატური სიტკბოთი და სალბის ბალახოვან-ცხარე ელფერით. ბრენდის თქმით, ახალი არომატი შეიქმნა, როგორც ქალურობის ოდა, რომელიც ეხმარება გამოავლინოს მისი მფლობელის ქარიზმა.
მიმოხილვა
ფილტრის მოხსნამიმოხილვები ჯერ არ არის.