მამაკაცის სუნამო Lacoste L 12.12 Eaux Intense For Men. დიდი სპორტიდან წასვლის შემდეგ, ლეგენდარულმა ჩოგბურთელმა ჟან რენე ლაკოსტამ გადაწყვიტა სპორტული ტანსაცმლის წარმოებით დაკავებულიყო და დააფუძნა ცნობილი ფრანგული ბრენდი – Lacoste. სწორედ მან გამოიგონა პოლოს არაჩვეულებრივი მაისურები, მოდაში შემოიტანა ფერადი სპორტული სამოსი, შექმნა ჩოგბურთის ჩოგანის ახალი მოდელი და სხვ. მის მიერ 1933 წელს დაარსებულმა კომპანიამ მალე მოიხვეჭა სახელი და დღეს ლაკოსტას ბრენდის ემბლემა -სიმპათიური მწვანე ნიანგი, მთელ მსოფლიოში ცნობილია და უამრავი თაყვანისმცემელი ჰყავს.
1984 წელს Lacoste-მ პარფიუმერიული ნაწარმის გამოშვება დაიწყო და მას აქეთ დღემდე 65-ზე მეტი არომატული ხაზი შეიმუშავა. სუნამო Lacoste L.12.12. Blanc Eau Intense გამოვიდა 2023 წელს. ის ეძღვნება პოლოს მაისურს ნომრით L.12.12. ახალი პარფიუმერული კომპოზიცია გთავაზობთ ხის ნოტებით გაჯერებულ პიკანტურ არომატს. სუნამოს თბილი და გრილი მოტივების დახვეწილი კონტრასტი გამამხნევებელ ეფექტს იწვევს, რაც კარგად შეესაბამება თანამედროვე მამაკაცის იმპულსურ და კარიერისტულ სტილს.
მჟავე მანდარინისა და ახალი ხის კურკუმას ზედა ნოტები აღვიძებს არომატის ფარულ ძალას. ოლფაქტორული პირამიდის გულში სურნელოვანი კარდამონის, გამაგრილებელი ლავანდისა და მწარე სალბის აკორდები ერთმანეთს ერწყმის. გული ტყავის, სანდლის ხისა და ვეტივერის სინთეზია.
პარფიუმის გამოყენება შესაძლებელია ნებისმიერ სეზონზე, ნებისმიერ დროს.
კომენტარი
ფილტრის მოხსნამიმოხილვები ჯერ არ არის.