სუნამო Libre Intense Yves Saint Laurent – არის კლასიკური აღმოსავლური სურნელი, რომელიც წარმოდგენილია მოდური სახლის ოსტატების – ივ სენ ლორანის მიერ. ბრენდის პარფიუმერებმა, ლიბრეს პირველი ვერსიის უფრო კონტრასტული ნაირსახეობა წარადგინეს: Yves Saint Laurent Libre Eau De Parfum Intense.
სწორედ თავისუფლება უდევს საფუძვლად ფრანგული ბრენდის შემოქმედებით კონცეფციას დაარსების პირველივევე დღიდან. თანასწორობის პროპაგანდისთვის, მოდის სახლი არაერთხელ გააკრიტიკეს, მაგრამ მაინც არ დაჰყვნენ საზოგადოების ზეწოლას და შექმნეს თანამედროვე ქალის საკუთარი იმიჯი: ელეგანტური, თავდაჯერებული და ქარიზმატული.
Libre Intense Eau De Parfum-ის სურნელოვანი ფორმულა შექმნა პარფიუმერიის ორი მაესტროს – ენ ფლიპოსა და კარლოს ბენაიმის დუეტმა. პირველმა შეძლო ყვავილოვანი აკორდების კონტრასტირება, მეორემ კი, გააძლიერა ციტრუსის აკორდების სიგრილე. სამკუთხედის მწვერვალზე დომინირებს ბერგამოტისა და მანდარინის ძლიერი ნოტები, რომლებიც მორთულია ფრანგული ლავანდის ფურცლებით. ტუნისური ფორთოხლის აბსოლუ, არბილებს არომატულ სცენას, ორქიდეა აძლიერებს სენსუალურობას და სამბაკის ჟასმინი აბალანსებს წონასწორობას თავისი საფირმო აქცენტებით.
- სუნამოს მიმართულება: ფუჟერი, აღმოსავლური
- საწყისი ნოტები: ბერგამოტი, ლავანდა, მანდარინი
- გულის ნოტები: ლავანდა, ორქიდეა, სამბაკის ჟასმინი, ტუნისის ფორთოხლის ყვავილი
- საბაზისო ნოტები: ტონკას ლობიო, ვეტივერი, მადაგასკარის ვანილი, ამბრა
მიმოხილვა
ფილტრის მოხსნამიმოხილვები ჯერ არ არის.