ქალის სუნამო Magie Noire Lancome – არის მსოფლიო ბრენდის – ლანკომის, პირველი კლასიკური გამოცემა. მის შექმნაზე მუშაობდნენ ცნობილი პარფიუმერები – ჟერარ ჟუპი და ჟან-შარლ ნიელი. ფლაკონის დიზაინი შექმნა ლეგენდარულმა დიზაინერმა პიერ დინანმა. სუნამო “მაჟი ნუარი”, შთანთქავს ხავერდოვანი ღამის ჯადოსნურ სილამაზეს, და იხსნება შავი მოცხარის და ჟოლოს ღრმა, ექსპრესიული ნოტებით. შემდეგ ეტაპზე არომატი იხსნება ციტრუსოვანი ბერგამოტის ნოტებით და მომხიბლავი ბულგარული ვარდით.
მის ცენტრალურ ნაწილს შეადგენს მომხიბლავი ტუბეროზას დახვეწილი ჩრდილები, დამათრობელი ჟასმინი, ელეგანტური ილანგ-ილანგი, და ხეობის შროშანის აკორდები. კომპოზიციის სანახაობრივი დასრულება არის ქარვის, პაჩულის, ვეტივერის, ცივეტისა და მუშკის სენსუალური ბილიკი, რომელიც მორთულია ძვირფასი სანდლის ხის და შებოლილი მუხის ხავსის ელეგანტური აქცენტებით.
Magie Noire-ის ფლაკონს აქვს არაჩვეულებრივი ფორმა ელეგანტური დეკორის ხაზით, რომელიც იმეორებს ქალის მხრებზე მოფენილ დახვეწილ შალის შარფს. სუნამოს ფლაკონს ამშვენებს გამჭვირვალე გუმბათის ფორმის თავსახური, ხოლო შუშის სასიამოვნო რელიეფი საშუალებას აძლევს ბოთლს იდეალურად ჩაჯდეს თქვენს ხელში.
მიმოხილვა
ფილტრის მოხსნამიმოხილვები ჯერ არ არის.