ქალის სუნამო Marc Jacobs Daisy Eau So Fresh – ეს ტრადიციული, ხილ-ყვავილოვანი სადღესასწაულო არომატი, რომელიც ამ ლამაზ პარფიუმერულ კომპოზიციაში განსახიერდა, მზით ნაქარგ სასიხარულო განწყობას გვიქმნის, რაც ასე აუცილებელია პირქუში ზამთრისა და ყინვების დროს. ზაფხულის თამამი ფერებით გაჯერებულმა ნათელმა პარფიუმმა სრულად დაიპრო იმ ადამიანთა გული და გონება, რომლებიც არასდროს ეგუებოდნენ ზამთრის ნაცრისფერ მოწყენილობას. ლუქს კატეგორიის პარფიუმმა, კომპოზიციის მაცოცხლებელი თაიგულით, ელიტარული არომატების მოყვარულებს, პოზიტიური განწყობა და ხალისი აჩუქეს.
მომხიბვლელი ენერგეტიკული პირამიდის გულში ყველა კომპონენტი ჰარმონიულად შერწყმულია ერთმანეთთან. ტკბილი, სუფთა და მსუბუქი პარფიუმის თითოეულ ნოტას საკუთარი დატვირთვა აქვს და ისე ჟღერს, რომ კი არ ჩრდილავს მომდევნო აკორდს, არამედ ხაზს უსვამს მის უნიკალურობას. ორიგინალური ინტერპრეტატორის მარკ ჯეიკობსის ეს შედევრი, კლასიკის კანონების განუმეორებელი თანამედროვე კონცეფციაა.
ელეგანტური, ზომიერად სერიოზული არომატი Marc Jacobs Daisy Eau So Fresh, მოთავსებულია წვრილ, ღეროს მსგავს, წაგრძელებულ ფლაკონში, რომლის თავზე ვარდისფერი, ყვითელი და თეთრი გვირილებია დატანილი. არომატის რომანტიკულობას ხაზს უსვამს მისი ვარდისფერი ფერიც.
მიმოხილვა
ფილტრის მოხსნამიმოხილვები ჯერ არ არის.