ქალის სუნამო MARC JACOBS PERFECT INTENSE EDP – ეს არის არომატი, რომლის კომპოზიციასაც თამამად შეიძლება ეწოდოს სრულყოფილი. სუნამოს ფილოსოფიური იდეა მჭიდრო კავშირშია ყველა ქალისთვის ისეთ მნიშვნელოვან ცნებებთან, როგორიც არის საკუთარი თავის შეცნობა და სულიერი ჰარმონია. არომატი შთაგონებულია პოზიტიური აზროვნებით, შესამჩნევად ამაღლებს მფლობელის თვითშეფასებას და ანიჭებს მას მიმზიდველობას. ამ მგრძნობიარე აღმოსავლური სურნელის ყვავილოვანი პირამიდა მოგვიწოდებს გვიყვარდეს საკუთარი თავი, ჩვენი ძლიერი და სუსტი მხარეებით, ყველაზე ნათელი სულიერი თვისებებითა და ემოციებით.
ფორმულა შეიმუშავა ნიჭიერმა ოსტატმა Domitille Michalon Bertier-მა, რომელმაც ზედა ნაწილში ციტრუსის სტანდარტულ ნოტებს ინტენსიური სიხალასე შეჰმატა და მაქსიმიზაციის მიზნით, კომპოზიციაში შეიტანა უნიკალური Pamplezest მოლეკულა, რომელიც ნარცისისა და იდუმალი ღამის ჟასმინის ამაღელვებელ აკორდებთან ერთად შესანიშნავად ათვალსაჩინოებს სურნელის ქარიზმას. პირამიდის გული გახვეულია ნუშის ნაღების ნისლში, ხოლო შლეიფი ნაქსოვია თხილისა და სანდლის ხის მოცულობითი მოტივებით.
მიმოხილვა
ფილტრის მოხსნამიმოხილვები ჯერ არ არის.