მახასიათებლები
სიელი წარმოგიდგენთ: მგრძნობიარე კანის პარსვის შემდგომი ბალზამი After Shave Balm By Proraso. პრორაზოს უმაღლესი ხარისხის პროდუქტი – ეს არის კანის იდეალური დამატენიანებელი და დამცავი საშუალებაა. აქვს ძალიან სასიამოვნო სურნელი და ეფექტი (სურნელი: კლასიკური, მამაკაცური, ნაზი).
პრორასო გაპარსვის შემდგომი ბალზამი, შექმნილია უხეში წვერებისა და მუწუკებისკენ მიდრეკილი კანისთვის, კვებავს და ატენიანებს კანს. ბალზამი გამდიდრებულია სანდლის ხის ზეთით, ტკბილი ნუშის ზეთით და შიის კარაქით. ეს პროდუქცია საიტზე შეგიძლიათ შეიძინოთ საქართველო და კრედო ბანკების განვადებითაც.
ეს მსუბუქი კრემისებური ბალზამი ამშვიდებს კანს და იცავს ანთებისგან. კანი რჩება ელასტიური, სანდლის ხის თბილი და ტყის სურნელით.
ამიერიდან თქვენს კანს, პარსვის რიტუალის მშვენიერი დასასრულის ფუფუნება ექნება 💚 კონკრეტულად ეს ბალზამი განკუთვნილია მგრძნობიარე კანისთვის.
წასმისას, ის მომენტალურად ამშვიდებს გაღიზიანებულ და შეწითლებულ კანს, მოქმედებს როგორც დამცავი საშუალება.
ჩვენი რეკომენდაცია: ნაკრები GIFT BOX
საპარსი საშუალებების ნაკრები შედგება შემდეგი 5 პროდუქტისგან:
- პარსვისთვის მოსამზადებელი კრემი: კანზე დამცავ ფენას დებს და არბილებს ღეროებს. აქვს ევკალიპტის გამაგრილებელი სურნელი.
- საპარსი კრემი 150 მლ. კვებავს და ატენიანებს კანს. შეიცავს მენთოლს.
- გაპარსვის შემდგომი ლოსიონი: უზრუნველყოფს ყოველდღიური პარსვის დასრულებას.
- საპარსი თასი: გამოიყენეთ საპარსი ფუნჯი სქელი კრემის ასაქაფებლად.
- ქაფის წასასმელი ფუნჯი: ეს საპარსი ფუნჯი დამზადებულია ღორის ჯაგრისისგან.
დამზადებული იტალიაში
Proraso ცნობილია დახვეწილი პროდუქციის წარმოებით. ასორტიმენტში ნახავთ ყველაფერს გაპარსვისა და წვერის მოვლისთვის. ბრენდს აქვს სასაჩუქრე ყუთებიც – ულამაზესი პროდუქტები. ყუთთან ერთად გეძლევათ შესაძლებლობა სცადოთ რამდენიმე პროდუქტი – ან პროდუქციის მთელი სერია ერთდროულად.
Proraso-ს ნაკრები მწვანე ხაზიდან არის, რაც იმას ნიშნავს, რომ უნივერსალურია და გამოიყენება ნებისმიერი ტიპის კანისთვის. დამზადებულია ბუნებრივი ინგრედიენტებისგან, არ შეიცავს პარაბენებს, სილიკონებს და სულფატებს.
მიმოხილვა
ფილტრის მოხსნამიმოხილვები ჯერ არ არის.