Acqua di Gioia-ს სუნამოების ბრჭყვიალა კოლექციაში 2021 წელმა გრანდიოზული სიახლე შეიტანა – თაყვანისმცემლებმა გაიცნეს ხაზის მეთორმეტე წევრი, მდიდარი ყვავილოვანი აღმოსავლური არომატი – Giorgio Armani Terra Di Gioia. ლაკონურ, ხალას სტილში შესრულებული ეს ლაღი და არაჩვეულებრივი ქალის პარფიუმი სრულად ასახავს თავისი მომხიბვლელი, რომანტიკული მფლობელების ექსკლუზიურ ბუნებასა და მრავალმხრივ მგრძნობელობას.
დიდი ხნის ნანატრი სიახლე გადმოსცემს იტალიური ხმელთაშუა ზღვის თბილ, ზღაპრულ ატმოსფეროს, ზღვის ბრიზის გრილი ჩრდილებით, ზაფხულის ხვატისგან გაცხელებული ქვიშით, რომელიც ნელ-ნელა გრილდება სანაპიროს უკაცრიელი შებინდების წიაღში. ეს ფაფუკი ქვიშის დიუნები კიდევ უფრო ექსპრესიულად გამოიყურება უზარმაზარი, დიდებული მთების ფონზე, რომლებიც შემოსილია ზაფხულის სიმწვანის შუშხუნა ნისლოვანი კვამლით. ეს გახლავთ Giorgio Armani Terra Di Gioia-ს ძირითადი არსი: სითბოსა და სიგრილის შეუდარებელი კომბინაციები, მაქსიმალური ბუნებრიობა და აღქმის სიმსუბუქე ეფექტური პირამიდის თითოეულ ყნოსვით დიაპაზონში.
კომპოზიციაზე მუშაობდა ყველაზე გამოჩენილი, პროფესიონალი პარფიუმერების “ვარსკვლავური” ტრიო: Fabrice Pellegrin, Honorine Blanc, Nathalie Lorson. თითოეულმა მათგანმა Giorgio Armani Terra Di Gioia-ს თავიანთი საფირმო დეტალები შეჰმატა და საკუთარი გენიალობითა და ბუნებრივი ტალანტით გაამდიდრა.
არომატის ზედა აკორდებს მსხლის ტკბილ ხავერდოვნებასთან ერთად ქმნის ბერგამოტისა და მზიანი მანდარინის ციტრუსოვანი ნოტების კომბინაცია. სურნელის გულში ყვავილობს იშვიათი Grandiflorum jasmine-ის ძვირფასი კვირტები, რომელიც გამოყვანილია სპეციალურად ჯორჯო არმანის სახლისთვის. ნაზი, ნუშისფერი ფურცლები ჰარმონიულად ერწყმის მდიდარ ქარვისებრ მუშკის შლეიფს.
მიმოხილვა
ფილტრის მოხსნამიმოხილვები ჯერ არ არის.