სუნამო Climat Lancome Pour femme Eau de parfum 5ml | 10ml | 45ml

49195

მიიღე საჩუქრად 49 ქულა და სუნამოების სეთი!
B.O.G.
B.O.G.

TBC
B.O.G.

სუნამო კლიმა 1967 წელს შექმნა პარფიუმერმა ჟერარ ჟუპიმ. შექმნისას, არომატის საფუძვლად მან აიღო სუნამო Worth’s Je Reviens ინგრედიენტები და დაამატა ორიოდე ახალი საკუთარი კომპოზიცია. შედეგად, Climat Lancome მაშინვე ხდება ყველაზე საყვარელი და ყველაზე გაყიდვადი სუნამო. ამ ლეგენდარული სუნამოს აღწერისას, უნდა ითქვას, რომ ეს არის ნამდვილი პარფიუმერული კოქტეილი ცხოვრებაში შემდგარი ქალბატონისთვის.

Lancome Climat-ს ძირითადად ნოსტალგიის გამო იძენენ. ის ხომ მთელი ეპოქის სიმბოლოა. მათი უნიკალური ფორმულა ვერ დატოვებს გულგრილს – ის რთულია, მაგრამ ამავე დროს ჰარმონიულია. გარდა იმისა, რომ დღის განმავლობაში ის სრულად იხსნება, მათი სურნელი მოქმედებს როგორც სტრესის საწინააღმდეგო საშუალება: მას შეუძლია მოხსნას ნერვული დაძაბულობა და შეამციროს თავის ტკივილი. ასევე, წარსულისა და ახალი თაობის არომატს აქვთ შესანიშნავი მდგრადობა.

  • საწყისი ნოტები ვარდის, იის, შროშანის წარმოუდგენელი კომბინაციაა
  • გულის ნოტებში ვლინდება როზმარინის და ტუბეროზის ნოტები, რომლებსაც ნაზად არბილებს ალდეჰიდების აქცენტებს.
  • საბაზისო ნოტებია სანდლის ხის, ქარვის, მუშკის, ცივეტის, ბამბუკის, ვეტივერის და ტონკას ნაზავი.

 

გამოიცანი სუნამო და მიიღე პრიზი

ჩვენი უნიკალური არომა სერვისი – “სუნამოს ბრმა დეგუსტაცია”, განკუთვნილია იმათთვის, ვინც ეძებს ახალ, სახალისო და ინოვაციურ გზას პარფიუმერული სამყაროს შესასწავლად. როცა სიელის კურიერი მოგაწვდით თქვენს შეკვეთას, ის შემოგთავაზებთ ჩვენს უნიკალურ სერვისს: ბრმა დეგუსტაცია სუნამოს სინჯებით. ეს სერვისი ერთდროულად აზარტულიც არის და ახალი არომატების აღმოჩენის შესანიშნავი საშუალება.

დაელოდე შენს ამანათს

შეუკვეთე შენი საყვარელი სუნამო ან თავის მოვლის საშუალება და დაელოდე კურიერს. მას თან ექნება 5 მინი სუნამო, რომელთა სახელწოდება არ გეცოდინება.

ხარ ექსპერტი? გამოიცანი!

შენ არ გეცოდინება, რა არომატები ექნება თან კურიერს. აქციის პირობით, შენ უნდა გამოიცნო სიელის კურიერების მიერ მოტანილი სუნამოებიდან თუნდაც ერთი.

იცანი სუნამო? მიიღე პრიზი!

ჩვენ გვსურს დავაჯილდოვოთ შენი ცოდნა! შენი პროფესიონალიზმი სუნამოს დარგში დაჯილდოვდება და ჩვენი ბრენდის მინი სუნამოების ნაკრებს მიიღებ  საჩუქრად!

სუნამოს მოხმარების წესები: სიელის ექსპერტის რეკომენდაციები

ყურის ბიბილოს უკანა მხარე

ყურის ბიბილოების უკანა მხარე კარგი ადგილია – ის ინტიმურ ელფერს აძლევს სუნამოს. ასევე, მუხლის უკანა მხარეს, არომატებს ძალიან გამყოლი სურნელი მოაქვთ: მოძრაობაში ყოფნით, კანი თბება. ამ ზონის თავისებურება ის არის, რომ ჰაერი მიედინება ქვემოდან ზემოთ.

დაისხი პულსირების ადგილზე

სხეულზე ცხელი წერტილები ის ადგილებია, სადაც კანი ყველაზე თხელია და ვენები მის ზედაპირთან ძალიან ახლოს გადის, ამიტომ იდეალურად ათბობს კანს. როცა ვენის პულსაცია ურტყამს თქვენ კანს, ის სუნამოს კომპონენტებს ეხმარება, აიჭრას ჰაერში.

იპკურეთ ახალ დაბანილ თმაზე

სუნამოს მდგრადობა გაიზრდება, თუ იპკურებთ ახალ დაბანილ თმაზე. უმჯობესია არომატი დაასხათ ხის სავარცხელს და შემდეგ გადაივარცხნოთ, – პირდაპირ თმაზე სასურველი არაა, რომ არ გამოაშროს ის. მზის წნული: აქ ტემპერატურა მაღალია და სუნამო უკეთ ჟღერს.

0 reviews
0
0
0
0
0

მიმოხილვა

ფილტრის მოხსნა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „სუნამო Climat Lancome Pour femme Eau de parfum 5ml | 10ml | 45ml“