სუნამო Tom Ford Black Orchid – არის აღმოსავლური ყვავილოვანი სურნელი ქალებისთვის. შავი ორქიდეა შექმნეს დეივიდ აპელმა და პიერ ნეგრინმა. შავი ტრუფელის, ვანილისა და ყვავილების თაიგულის ელემენტებს, ფუფუნების სამყაროში შეჰყავხართ. ეს არომატი, ადრეული ვერსიის – Tom Ford Velvet Orchid-ის ახლებური ინტერპრეტაციაა.
ტომ ფორდის სუნამო “შავი ორქიდეა” საუკუნის ერთ-ერთი ყველაზე საკამათო არომატია. ეს სუნამო მოეწონებათ, როგორც ქალებს, ასევე მამაკაცებს. თავად არომატის შემოქმედი ამბობს, რომ ამ ხაზში ყველამ უნდა იპოვოს საკუთარი სურნელი.
- ზედა ნოტები: ტრუფელი, გარდენია, შავი მოცხარი, ილანგ-ილანგი, ჟასმინი, ბერგამოტი, მანდარინის ფორთოხალი და ლიმონი;
- გულის ნოტები: ორქიდეა, გარდენია, ხილოვანი ნოტები, ილანგ-ილანგი, ჟასმინი და ლოტუსი;
- საბაზისო ნოტები: მექსიკური შოკოლადი, პაჩული, ვანილი, საკმეველი, ქარვა, სანდლის ხე, ვეტივერი და თეთრი მუშკი.
ანანო ბარბაქაძე –
Tom Ford Black Orchid – ცდუნების ხელოვნება პროვოკაციის ზღვარზე? ტომ ფორდი შავი ორქიდეა. იდუმალი და ჯადოსნური სურნელი, რომელიც აგიჟებს ყველა მამაკაცს! ყოველივე ზემოთქმულს მივყავართ იმ ფაქტამდე, რომ, ჩემი ხედვით, შავი ორქიდეა ნამდვილად არ არის ნორჩი არსების სატარებელი სუნამო. არომატი უჩვეულოა და ძალიან რთული, იმსახურებს გარკვეულ სტატუსს. ეს სუნამო განკუთვნილია მოწიფული თავდაჯერებული ქალებისთვის.