სუნამოს ისტორია

Chanel N°5: ერთი სუნამოს 100 წლიანი უბერებელი ისტორია

Chanel N°5

კოკო შანელმა თქვა: „ინოვაცია! ვერ იქნები მუდამ ინოვაციური. მე მსურს შევქმნა კლასიკა!“ და მართლაც! მაშინ, როდესაც არომატების აფეთქებას მოეცვა სამყარო, გაბრიელ შანელი ცდილობდა შეექმნა სუნამო, რომელიც მისი სავიზიტო ბარათი გახდებოდა. Chanel N°5 საუკუნეზე მეტს ითვლის და კვლავ რჩება ყველაზე ცნობილ და გაყიდვად ქალთა სუნამოდ.  1921 წელს გამოშვებული შანელის N°5 მსოფლიოში ყოველ 30 წამში იყიდება.

რა ხდის პარფიუმს საკულტოს? ეს არის ათწლეულების ურყევი პოპულარობა ან ისტორია, რომელიც ზღაპარივით ვითარდება. ბევრისთვის, შესაძლოა ეს ტკბილ მოგონებებთან ან წამებთან ასოცირდებოდეს. დახუჭე თვალები, წარმოიდგინე, შეიგრძნობ სურნელს, რომელიც წამის მეასედში გგვრის ჟრუანტელს, გახსენებს წამს, როდესაც იყავი ბედნიერი, ლაღი და უბრალოდ თავისუფალი. გწყურია, რომ კვლავ და კვლავ განიცადო ეს მივიწყებული ემოცია, გრძნობა, მდგომარეობა.

სურნელი საუკეთესო საშუალებაა, რათა გადაეშვა მოგონებების ზღვაში. რამდენჯერ განგიცდია სასიამოვნო მოგონებების სიტკბოება, როდესაც გიგრძვნია ნაცნობი სურნელი, რომელიც მოულოდნელად გისვრის ბავშობაში ან საყვარელი ადამიანის მკლავებში.

პოლ პუარე: ფრანგი დიზაინერი, რომელმაც პირველმა შექმნა სუნამო საკუთარი კოლექციისთვის.

მეოცე საუკუნის დასაწყისში მოდის დიზაინერები და პარფიუმერები ცალ-ცალკე არსებობდნენ – დიზაინერები სუნამოებს არ აწარმოებდნენ. მაღალი საზოგადოების ქალები ატარებდნენ სუნამოებს ერთი ყვავილის სურნელით და არა მუშკისა და ჟასმინის რთული კომპოზიციებით. იმ დროისთვის, მოდის დიზაინერმა პოლ პუარემ უკვე გამოუშვა სუნამო, რომელსაც მან დაარქვა Parfums de Rosine, თავისი ქალიშვილის პატივსაცემა.

ხოლო პარფიუმერმა ემე გერლენმა შექმნა სუნამო Jicky ჯერ კიდევ 1889 წელს, რომელიც იყო რთული კომპოზიციით, ლავანდისა და ციტრუსის ნოტები, სინთეზური კუმარინით და სხვა კომპონენტებით. მაგრამ შანელის Chanel N°5 ბოთლი – შუშის საცობით, ლაკონური, მართკუთხა, რომელიც მოგაგონებთ ვისკის გრაფინს – მართლაც პირველი იყო Lalique-ს ან Baccarat-ის დახვეწილი ფლაკონების შემდეგ.  არომატი თავის თავში აერთიანებს თავბრუდამხვევ, ძლიერ და რომანტიკულად წვეთოვან არომატებს. ციტრუსთა აფეთქება გზას უკვალავს და  გასაქანს აძლევს ვანილის, პაჩულისა და ქარვის არომატებს, რომლებიც სურნელს მეტად სენსიტიურსა და იდუმალს ხდიან.

შანელის პარფიუმერი – ერნესტ ბო. 1921 წელი, პარიზი.

Chanel N°5 ერნესტ ბოს მიერ შეიქმნა გრასში 1921 წელს – ფრანგული პარფიუმერიის სახლში. იმ დროს, სუნამოების ინდუსტრია ტრიალებდა მხოლოდ ერთი ყვავილის სურნელის ირგვლივ, რის შედეგადაც იქმნებოდა ერთ ნოტიანი სუნამოები. ერთფეროვნების გარღვევის მიზნით, გაბრიელ შანელის დავალებით შეიქმნა Chanel No5, რომელთანაც მრავალი ისტორიაა დაკავშირებული. Chanel N°5-ის იდეა კოკოს 1921 წელს გაუჩნდა მონტე კარლოში შვებულების დროს. ზაფხულში ის თავის შეყვარებულთან, დიდ ჰერცოგ დიმიტრისთან და ცნობილ მეგობრებთან: მხატვარ ხოსე მარია სერტთან და მის მეუღლესთან ერთად წავიდა კოტ დ’აზურში. იქ მან გაიცნო პარფიუმერი ერნესტ ბო, რომელიც სამეფო კარს ამარაგებდა სუნამოებითა და კოსმეტიკური საშუალებებით, და იქვე ცხოვრობდა გრასში – პარფიუმერული ინდუსტრიის ცენტრში.

ბომ შანელს შესთავაზა კომპოზიცია, რომელშიც ალდეჰიდები გამოიყენებოდა უპრეცედენტო პროპორციებით. იმ დროს ციტრუსოვანი არომატების ტენდენცია იყო: ლიმონი, ბერგამოტი და ფორთოხალი. მათ მშვენიერი სურნელი აქვთ, მაგრამ კანზე სულაც არა მდგრადი“, – ამბობს პარფიუმერი ფრედერიკ მალი. იმ დროს ქიმიკოსებს უკვე ჰქონდათ სინთეზირებული ალდეჰიდები, რომლებსაც შეეძლოთ მდგრადობის გახანგრძლივება. მაგრამ მათ ჰქონდათ უჩვეულოდ ინტენსიური არომატი, ამიტომ პარფიუმერები ვერ ბედავდნენ მათ გამოყენებას. როგორც ლეგენდა გვიყვება, შანელმა დეგუსტაციის დროს, შემოთავაზებული 10-დან მეხუთე ნიმუში აირჩია და განაცხადა: ჩემს კოლექციებს ვაჩვენებ 5 მაისს – წლის მეხუთე თვეს, ასე რომ, დავტოვოთ ნომერი, რომელზეც წერია ხუთი, და ციფრი 5 მას წარმატებას მოუტანს.

გაბრიელი ცრუმორწმუნე ქალბატონი იყო და მისთვის ციფრ 5 განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა, ის დარწმუნებული იყო, რომ მისთვის 5 რიცხვს იღბალი  მოჰქონდა. შანელი თავის კოლექციებსაც ყოველი თვის 5 რიცხვში აწყობდა. ეს იყო ტრადიცია, რომლის ერთგულადაც მოდის სახლი დღემდე რჩება. ამბობენ, რომ ეს არომატული მიქსი ლაბორატორიული შეცდომის შედეგი იყო. ერნესტ ბოს ასისტენტმა შეცდომით დაამატა ძალიან ბევრი ალდეჰიდი; ისინი აქამდე არასოდეს ყოფილა გამოყენებული ასეთი დოზით. Chanel N°5-is ზუსტი ფორმულა ჯერაც საიმედოდ დაცული (ის ინახება სეიფში, კოდი ცნობილია მხოლოდ შანელის სახლის ამჟამინდელი პარფიუმერისთვის, ოლივიე პოლჟისთვის).

Chanel 5-ის 50-იანი წლების სარეკლამო პოსტერი

ახალი სუნამოსთვის მან აირჩია რადიკალურად მარტივი ბოთლი ლაკონური თეთრი ეტიკეტით და წახნაგოვანი საცობით, რომელიც შთაგონებულია პარიზში, Place Vendome-ით. ულამაზესი, ფრთხილი, “კაცური” ბოთლი (ვისკის გრაფინის მსგავსი) რევოლუციურად ითვლებოდა იმ დროს, როდესაც მოდაში იყო მდიდრულად მორთული ბროლის ბოთლები. სუნამოს პირველი პარტია გაიყიდა ექსკლუზიურად Chanel-ის ბუტიკში პარიზში, Rue Cambon 31-ში და პირველივე დღეს (1921 წლის 5 მაისი) ახალი არომატის შეძენის მსურველთა რიგი გაჩნდა.

1924 წლამდე Chanel N°5 მხოლოდ პარიზის ბუტიკში იყიდებოდა და მხოლოდ რჩეულთათვის. თავად კოკო შანელი მიხვდა, რომ ერნესტ ბოს სუნამო ნამდვილად რევოლუციას მოახდენდა პარფიუმერულ სამყაროში. სუნამოს შექმნის აღსანიშნავად მან რამდენიმე მეგობარი მიიწვია გრასის რესტორანში. ლანჩის დროს, კოკო შანელმა მოულოდნელად ახალი სურნელი დაასხა გარშემო – და ყველა ქალი, რომელიც გადიოდა, ეკითხებოდა, რა იყო ეს.

Chanel-ის პირველი საფირმო ბუტიკი პარიზში, Rue Cambon 31.

“ეს იყო მომენტი, როდესაც მან გააცნობიერა, რომ ეს იქნებოდა რევოლუციური სუნამო”, – განუცხადა BBC-ს კულტურის ისტორიკოსმა ტილარ მაზეომ, წიგნ – “The Secret of Chanel No.5-ის ავტორმა. „ყველამ, ვინც იქ იყო, შეისუნთქა Chanel N°5. ხალხმა იგრძნო ისეთი სურნელი, რომელიც აქამდე არ არსებობდა, ეს იყო ისტორიული მომენტი“. „სურნელები, ისევე როგორც ფილმები, უნდა განიხილებოდეს ეპოქის კონტექსტში და მათ ისტორიულ მნიშვნელობაში. Chanel N°5 მას უზარმაზარი აქვს“, – განმარტავს კოლექციონერი და სუნამოების მკვლევარი გალინა ანი. „ამ სუნამოებმა წარმოშვა ყვავილოვან-ალდეჰიდური სუნამოების მთელი კლასი, რომელიც მოიცავს, კერძოდ, Arpege Lanvin-ს 1927 წლიდან ან მადამ როშას და ლანკომის “კლიმას”, რომლებიც შეიქმნა ბევრად უფრო გვიან.

CHANEL N°5: სარეკლამო კამპანიები

1970-იან წლებში სუნამო წარმოდგენილი იყო კატრინ დენევის მიერ. რიჩარდ ავედონის მიერ გადაღებული რეკლამა ისეთივე მინიმალისტური იყო, როგორც თავად ბოთლი, გამოსახული იყო მხოლოდ მსახიობის სახე და თავად სუნამო. Carole Bouquet გახდა სუნამოს ელჩი 1990-იან წლებში. და კამპანიები გადაიღეს ისეთი ცნობილი ფოტოგრაფიის ვარსკვლავების მიერ, როგორებიც არიან პატრიკ დემარშელიე და დომინიკ ისერმანი.

ბოლო წლებში ფრანგი დიზაინერის პირადი ცხოვრების მრავალი დეტალი გაჩნდა, მათ შორის მისი ხანგრძლივი სასიყვარულო ურთიერთობა მაღალჩინოსან ნაცისტ ოფიცერთან. რეჟისორმა სტეფან ბენჰამუმა ფილმიც კი გადაიღო ამის შესახებ,სახელწოდებით “ომი  № 5”. ის მოგვითხრობს მჭიდრო ურთიერთობის შესახებ, რომელიც არსებობდა კოკო შანელსა და ვიშის რეჟიმს შორის, რომელიც მართავდა ომის დროინდელ პარიზს. 1924 წელს დიზაინერმა გააფორმა ხელშეკრულება პიერ და პოლ ვერტჰაიმერებთან, ისინი გახდნენ შანელის პარტნიორები და აუნაზღაურეს Chanel N°5-ის შექმნის ფინანსური და წარმოების ხარჯები. მას შემდეგ, რაც გარიგება შედგა და სუნამო გაყიდვაში გამოვიდა, კოკომ მიიღო მხოლოდ მოგების 10 პროცენტი, 70 პროცენტი Wertheimers-ზე გადავიდა, 20 პროცენტი კი ცნობილ პარიზულ უნივერმაგ Galeries Lafayette-ზე გადავიდა.

რეჟისორ სტეფან ბენჰამუმის ფილმი The No5 War.

სუნამო Chanel N°5 ძალიან მოკლე ვადებში გახდა ბესთსელერი და დიზაინერი მიხვდა, რომ შემოსავლის პროცენტი არასამართლიანად იყო გადანაწილებული. კოკომ სთხოვა ჯაშუშს, სახელად ჰანს გიუნტერ ფონ დინკლეჯს, დახმარება. გავრცელებული ხმების თანახმად, მან გერმანიის სადაზვერვო სამსახურებთან თანამშრომლობაც კი დაიწყო, ფონ დინკლაგეს დაპირების სანაცვლოდ, რომ ვერტჰაიმერებს წაართმევდა მათ წილს სუნამოების მფლობელობაში და თავად მოეპოვებინა კონტროლი სუნამოების ხაზზე.

ეს შესაძლებლობა გაჩნდა მეორე მსოფლიო ომის დასაწყისში, როდესაც სუნამო იწარმოებოდა ჰობოკენში, ნიუ ჯერსიში, საფრანგეთიდან იმპორტირებული მასალების გამოყენებით. იმის გამო, რომ ძმები ვერტჰაიმერი ებრაელები იყვნენ, მათი ბიზნესი და ქონება ნაცისტების მიერ კონფისკაციას ექვემდებარებოდა. ძმებს ვერტჰაიმერებს მოუწიათ საფრანგეთიდან გაქცევა და ნიუ-იორკში გადასვლა. თუმცა, კოკოს გასაკვირად, მათ გონივრულად გადასცეს საკუთრება სხვა ბიზნესმენს, მათ მეგობარს, მილიონერ ფელიქს ამიოტს, რომელსაც საქმიანი ურთიერთობა ჰქონდა ნაცისტებთან (ის აწვდიდა სამხედრო თვითმფრინავებს ნაცისტური არმიის საჭიროებისთვის).

კოკო შანელი და და მისი მეგობარი, ბალეტის ლეგენდა სერჟ ლიფარი. ვენეცია, 1924 წელი.

ომის შემდეგ, ძმებმა ვერტჰაიმერებმა ხელახლა დადეს კონტრაქტი შანელთან, მისცეს მას მსოფლიო გაყიდვების ორი პროცენტი და გადაუხადეს 9 მილიონი დოლარი. ასე გახდა ის მსოფლიოში ერთ-ერთი უმდიდრესი ქალი. თუმცა, როდესაც პარიზი საბოლოოდ გაათავისუფლეს ნაცისტებისგან 1944 წელს, მოდის დიზაინერის წინააღმდეგ საქმე აღიძრა “მტერთან თანამშრომლობის გამო”. თუმცა, სასამართლომ ვერ იპოვა რაიმე მნიშვნელოვანი მტკიცებულება. ჭორების თანახმად, შანელი ციხიდან მისმა ერთ-ერთმა მეგობარმა, ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრმა უინსტონ ჩერჩილმა იხსნა.

კოკო შანელი და უინსტონ ჩერჩილი.

Chanel N°5 ნახსენებია მიხაილ ბულგაკოვის (მაგალითად, “ოსტატი და მარგარიტა”) და ვლადიმერ ნაბოკოვის (“მეფე, დედოფალი, ჯეკი”) ნამუშევრებში. რაც შეეხება შანელის მთავარ პარფიუმერებს, ერნესტ ბოს და ანრი რობერის შემდეგ,  შანელის მთავარი ცხვირი ჟაკ პოლჟი გახდა 1978 წელს. 30 წლის შემდეგ პარფიუმერული სახლის მთავარი „ცხვირი“ პენსიაზე გავიდა და მისი ვაჟი ოლივიე პოლჟი გახდა მისი მემკვიდრე. 2013 წელს, როგორც კი ის ოფიციალურად დაინიშნა თანამდებობაზე, პარფიუმერმა გამოუშვა No.5-ის უფრო მსუბუქი და ჰაეროვანი, ახალი ინტერპრეტაცია. დღეს ის ხელახლა იგონებს No5-ს და აჩვენებს, თუ რამდენად ამოუწურავია ორიგინალური ფორმულა შთაგონებისთვის.

შანელის პარფიუმერი ჟაკ პოლჟი ახალ არომატზე მუშაობს.

დღესაც, No5 აგრძელებს ახალი თაობების  გაოცებას მკვეთრი ცვლილებების გარეშე.  გამოცემულია კოლექციონერის ფლაკონი და მიმსგავსებული არომატები, თუმცა ორიგინალის თხევად, ოქროს ნექტარს ვერცერთი ვერ შეედრება ძვირფასი ვარდისა და ჟასმინის ყვავილები ჯერ კიდევ გასაოცარ ტანდემს ქმნიან, ხოლო სქელი, კვადრატული ბოთლი ისევ დახვეწილი და თვალშისაცემია. და დიახ, გაბრიელ კოკო შანელს სურდა შეექმნა კლასიკა და მან ეს მოახერხა, Chanel N°5 – უბერებელი კლასიკა!

სტატიის ავტორები: სუნამოს ექსპერტი მალხაზ ტაბაღუა და ქეთი ჭელიძე. სპეციალურად სიელისთვის.

Best From Chanel

SaleNew
Chanel Egoiste Platinum
არჩევის პარამეტრები This product has multiple variants. The options may be chosen on the product page

Egoiste Platinum By Chanel Pour homme eau de toilette 10ml | 50ml | 100ml

85549
პრიზი 85
SaleNew
Bleu De Chanel
არჩევის პარამეტრები This product has multiple variants. The options may be chosen on the product page

მამაკაცის სუნამო Bleu De Chanel Eau de parfum 50ml | 100ml | 150ml

429629
პრიზი 429

სუნამო Chanel Allure Homme Sport Eau de toilette 100ml

Original price was: 650₾.Current price is: 550₾.
პრიზი 550

სუნამო Chanel Allure Sensuelle Eau de parfum 100ml | 3.3 Oz

Original price was: 700₾.Current price is: 650₾.
პრიზი 650
SaleNew
Chanel Chance Eau Tendre
არჩევის პარამეტრები This product has multiple variants. The options may be chosen on the product page

სუნამო Chanel Chance Eau Tendre Edp | Edt 100ml | 50ml | 35ml

339749
პრიზი 339

სუნამო Chanel Coco Mademoiselle Eau de parfum 50ml | 1.7 Fl Oz

Original price was: 500₾.Current price is: 425₾.
პრიზი 425
author-avatar

CIEL შესახებ

სუნამოების ინდივიდუაური შერჩევის კონსულტანტი, სუნამოს ექსპერტი 2004 წლიდან. ვეხმარები ადამიანებს - მათ შორის, შეყვარებულ წყვილებს, საყვარელი სუნამოების შერჩევაში.

კომენტარის დატოვება