სუნამოს ისტორია

Marc-Antoine Barrois Ganymede: მინერალური სუნამოების ერა

Marc-Antoine Barrois Ganymede

2019 წელს ფრანგულმა მოდის სახლმა Marc-Antoine Barrois-მა გამოუშვა ახალი მინერალური სუნამო განიმედი, რომელიც გახდა ბოლო რამდენიმე წლის ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული და განხილვადი პარფიუმერული ჰიტი. ზოგიერთებს ის სძულთ, ზოგიერთები კი რაც მას გასინჯავენ, სხვა სუნამოებს ივიწყებენ, ის ჭორებითა და ლეგენდებითაა გარშემორტყმული…

მარკ ანტუან ბარუა და პარფიუმერი კვენტინ ბიში პარიზში წვეულებაზე. ფოტო: Victor Malecot.

Marc-Antoine Barrois Ganymede გამოსვლისთვის, მარკ-ანტუანმა, გარ სენ-ლაზარის ზემოთ მშენებარე შენობის ბოლო სართული გადაექცია გლამურულ ადგილად, ექსკლუზიური და წარმოუდგენელი ხედით პარიზზე. თავისი კონფიდენციალური იდენტობის ერთგულმა, მან მოაწყო ძალიან პრივატული და სასიამოვნო ვახშამი პარფიუმერ კვენტინ ბიშთან ერთად.

განიმედის პოპულარობა იმდენად დიდია, რომ 2022 წელს მისი შეძენა შეუძლებელი იყო იმის გამო, რომ მოთხოვნა აღემატებოდა მიწოდებას. ჯერ კიდევ 2016 წელს, პარფიუმერიის ექსპერტებმა მინერალური სუნამოებს დიდ მომავალიუქადდნენ. და ახლა ეს მომავალი დადგა! ხალხი დაიღალა მძიმე და ტკბილი, ერთმანეთის მსგავსი არომატებით. არაჩვეულებრივი კომპოზიციები გახდა სასურველი, საინტერესო და ახალი გამოცდილების შეთავაზება.

იუპიტერი და განიმედი. Photo: Nasa.

პარფიუმერული კომპოზიცია შექმნა კვენტინ ბიშმა, მარკ-ანტუან ბარუასთვის. ეს სუნამო შთაგონებულია იუპიტერის კლდოვანი თანამგზავრი პლანეტით, რომელიც 1610 წელს აღმოაჩინა გალილეო გალილეიმ, დაფარულია მარილიანი ოკეანეებით. მას სახელი ბერძნული მითოლოგიიდან აქვს მიღებული: ლამაზი ჭაბუკი, სახელად განიმედე, ზევსს იმდენად მოეწონა, რომ არწივად გადაიქცა და ოლიმპოსკენ წაიყვანა. იმისთვის, რომ ყმაწვილის სილამაზით დამკტბარიყო, ზევსმა მას მარადიული ახალგაზრდობა და უკვდავება უბოძა და მშვენიერი მამაკაცი საღვთო დღესასწაულებზე საპატიო მეღვინეთუხუცესად აქცია.

“განიმედის მოტაცება”. მხატვარი რუბენსი, 1936-1638წწ.

პარფიუმერ კვენტინ ბიშის მიერ შექმნილი განიმედი ასევე შეიცავს ზამშის ნოტებს, რომლებმაც სუნამო B683 კლასიკად აქცია. მაგრამ ამჯერად ოსტატმა შეცვალა ჩვეული კოდები, რათა სხვაგან წავეყვანეთ, უფრო დახვეწილ ელეგანტურობამდე. ტყავის ნოტები უფრო რბილია, იძენს სიმსუბუქესა და დელიკატურობას იის სურნელთან შერწყმისას. მთელი კომპოზიცია თამაშობს კონტრასტებსა და დაპირისპირებებზე. ნოტები ეხმაურებიან ერთმანეთს, აგრძელებენ მუდმივ საუბარს, ხატავენ ახალ სურნელოვან რუკას თქვენ კანზე.

სუნამო Ganymede – არის რთული არომატული კომპოზიცია, კაშკაშა,  ციტრუსოვანი და ცხარე-მინერალური, ოდნავ მარილიანი, ავსებს ზაფრანის თბილი, ოდნავ მეტალის ელფერით. პუდრისებრი ზამშის ნოტა საბაზისო აკორდებში არომატს კიდევ უფრო ღრმა ჟღერადობას აძლევს და კოსმიურს ხდის. განიმედე მშვენივრად ჟღერს, როგორც მამაკაცზე, ასევე ქალბატონზე; ამაღელვებელი და უნიკალური. დარწმუნებით შეგვიძლია ვთქვათ, რომ ის დიდხანს არ დაკარგავს აქტუალობას და იმსახურებს გახდეს ბრილიანტი როგორც ულტრათანამედროვე სუნამოების მოყვარულთა, ისე კლასიკური სუნამოების მცოდნეთა კოლექციაში.

author-avatar

CIEL შესახებ

სუნამოების ინდივიდუაური შერჩევის კონსულტანტი, სუნამოს ექსპერტი 2004 წლიდან. ვეხმარები ადამიანებს - მათ შორის, შეყვარებულ წყვილებს, საყვარელი სუნამოების შერჩევაში.

კომენტარის დატოვება