სიელი წარმოგიდგენთ: სუნამო Ganymede Marc-Antoine Barrois. ნიჭიერმა ფრანგმა დიზაინერმა და თანამედროვე მოდის მცოდნე მარკ-ანტუან ბარუამ გადაწყვიტა 2016 წელს გაეშვა საკუთარი სუნამოების ხაზი, სადაც წარმოადგინა თავისი სადებიუტო სუნამო, რომელიც შექმნილია გენიალური კვენტინ ბიშთან შემოქმედებით ტანდემში. რამდენიმე წლის შემდეგ, უკვე 2019 წელს, გამოვიდა მისი „უმცროსი ძმა“ – კეთილშობილური ხის პიკანტური ელექსირი – სუნამო განიმედი. გაიგეთ უფრო დაწბრილებით, როგორ შეიქმნა ეს საოცარი სუნამო, ჩვენი ექსპერტის სტატიიდან – Marc-Antoine Barrois Ganymede: მინერალური სუნამოების ერა.
განიმედე – იუპიტერის შთამბეჭდავი თანამგზავრია, რომელიც უძველესი ლეგენდების მიხედვით იზიდავდა უზენაეს ღმერთს ზევსს თავისი არაჩვეულებრივი სილამაზით. სუნამო არის კოსმოსური თეორიის თანამედროვე აღქმა, რომელიც ანადგურებს გრავიტაციის ყველა კანონს თავისი გარეგნობით. მისი იდუმალი მელოდია იჭერს და მიჰყავს იტალიისა და შვეიცარიის საზღვარზე მდებარე ტბის ლაგო-მაჯორეს თვალწარმტაცი პეიზაჟების სამყაროში.
სწორედ აქ მიიღო მაესტრომ თავისი შემოქმედებითი შთაგონება, რომელიც გამსჭვალულია პირველყოფილი ბუნების ძალით. კომპოზიციაში, ისევე როგორც ბრენდის სადებიუტო სურნელში, მკვეთრად გამოირჩევა იისფერი ფოთლების ინტენსიური მწვანე ნოტები და ძვირადღირებული ცხოველური ზამშის სპირტი. ტემპერამენტების ეს წინააღმდეგობები ქმნის სუნამოს უნიკალურ ჰარმონიას, რომელიც წარმოადგენს ადამიანის ხასიათის ნათელ და ბნელ მხარეებს.
პირამიდის მამაკაცურობა გამოიხატება ზაფრანის პიკანტური ელფერით, მშრალ-ცხარე უკვდავებისა და მდიდრული ჩინური ოსმანტუსის მეშვეობით. იმისათვის, რომ სუნამოს წონა ოდნავ „შეემსუბუქებინათ“, შემქმნელებმა ის შეავსეს იტალიური მანდარინის სიახლის გამჭოლი ნოტებით და მინერალური აკორდების თაიგულით.
Verified owner ნინო ინასარიძე (დამოწმებული მფლობელი) –
ჩემი ერთ-ერთი საყვარელი სურნელი ამ სეზონზე. არაერთხელ მივიღე კომპლიმენტი, ამბობენ, რომ უჩვეულოდ და ძვირად ჟღერს, და მე თვითონაც მომწონს. არ ვიცი უნისექსია თუ არა, ჩემთვის უფრო ქალური, ცივი, მკვეთრი, მაგრამ მიმზიდველია.