ქალის სუნამო Lacoste L 12.12 French Panache For Women – 2019 წელს საზოგადოება განაცვიფრა თანამედროვე ფრანგული ბრენდის Lacoste-ს მიერ ქალისა და მამაკაცისთვის შექმნილმა სუნამოების ახალმა დუეტმა. ცნობილი ბრენდის პოლოს მაისურების კლასიკურმა დიზაინმა და მკაცრმა ხაზებმა შთააგონა პარფიუმერები შეექმნათ ქალებისთვის კეთილშობილი ყვავილოვანი ჩიპრე, რომელსაც Lacoste French Panache უწოდეს. სპორტული მაისურების საკულტო მოდელები, შერწყმული მაჯაზე დასხურებულ, ტუალეტის წყლის რამდენიმე ექსპრესიულ წვეთთან შესანიშნავად ავსებს სპორტით შთაგონებული, ენერგიული ახალგაზრდა ქალის იმიჯს, რომელიც შეუპოვრად მიიწევს დასახული მიზნისკენ.
არომატი მოთავსებულია ბრენდისთვის ტრადიციულ ფლაკონში, კლასიკური მინიმალიზმის სტილში – კვადრატული ფორმის მომრგვალებული დეტალებით. ცეცხლოვან, წითელი ფერის შუშაზე დატანილია მხოლოდ ლაკოსტას მწვანე ალიგატორი. სუნამოს შესხურების პირველივე წამებიდან, თითქმის ფიზიკურად იგრძნობა შავი მოცხარის ძლიერი ყნოსვითი ვიბრაციები და ციტრუსთა ფოიერვერკი.
მიმოხილვა
ფილტრის მოხსნამიმოხილვები ჯერ არ არის.