სუნამო Tom Ford Lost Cherry Unisex Eau de parfum 30ml | 50ml | 100ml

(1 მომხმარებლის მიმოხილვა)

Original price was: 1,450₾.Current price is: 1,295₾.

Original price was: 1,450₾.Current price is: 1,295₾.
მიიღე საჩუქრად 159 ქულა და სუნამოების სეთი!
B.O.G.
B.O.G.

TBC
B.O.G.

სუნამო Tom Ford Lost Cherry-ის წვნიანი და თვალწარმტაცი პარფიუმერული კომპოზიცია ეძღვნება ცნობილი, თავბრუდამხვევი იაპონური ალუბლის სურნელს. ეს არომატული ელექსირი შეიქმნა ცნობილი ნიშური ბრენდის – ტომ ფორდის მიერ. პრეზენტაცია 2018 წელს შედგა. ამ ულამაზესი სუნამოს შეძენა შეიძლება წამყვანი ბანკების ონლაინ განვადებით. დახმარებისთვის, მიმართეთ ონლაინ ჩათში კონსულტამტს.

Lost Cherry-ის დახვეწილი პარფიუმერული პირამიდა იხსნება წვნიანი, ალუბლის აკორდებით, რომლებიც ქმნიან დამათრობელ კოქტეილს ბლანტ, ტკბილ ლიქიორთან ერთად. ველური ნუშის პიკანტური სიმწარე შეუფერხებლად მიედინება სამკუთხედის გულში, სადაც ის ერწყმის სამეფო, თურქული ვარდის სურნელს. გაეცანით დანარჩენ კოლექციოას, კატეგორიაში – უნისექსი სუნამოები.

პარფიუმერული სამკუთხედის საფუძველი წარმოდგენილია განსაცვიფრებელი პერუს ბალზამით. თხელი სანდლის ხის კლასიკური, ხის ნოტები, ეგზოტიკური ვეტივერი და განსაცვიფრებელი თეთრი კედარი პასუხისმგებელია მიმზიდველ, მაცდუნებელ გემოზე. Tom Ford Lost Cherry-ის სურნელი იქნება თქვენი თამამი გამოსავალი საღამოს გამოყენებისთვის, კომბინირებული საქმიანი კოსტიუმებით, მდიდრული კაბებითა და მომხიბვლელი ღიმილით.

სუნამოს მოხმარების წესები: ექსპერტის რეკომენდაციები

ყურის ბიბილოს უკანა მხარე

ყურის ბიბილოების უკანა მხარე კარგი ადგილია – სუნამოს ინტიმურ ელფერს აძლევს. ასევე, მუხლის უკანა მხარეს, არომატებს ძალიან გამყოლი სურნელი მოაქვთ: მოძრაობაში ყოფნით, კანი თბება. ამ ზონის თავისებურება ის არის, რომ ჰაერი მიედინება ქვემოდან ზემოთ: თქვენ არ გესმით სუნამო, თავს არ გაბეზრებთ, გარშემომყოფები კი, არომატის ლამაზ შლეიფს დაიჭერენ.

დაისხი პულსირების ადგილზე

სხეულზე ცხელი წერტილები ის ადგილებია, სადაც კანი ყველაზე თხელია და ვენები მის ზედაპირთან ძალიან ახლოს გადის, ამიტომ იდეალურად ათბობს კანს. როცა ვენის პულსაცია ურტყამს კანს, ეს კი, სუნამოს კომპონენტებს ეხმარება, აიჭრას ჰაერში, რის გამოც სხვები გრძნობენ თქვენი სუნამოს სურნელს. განა ზუსტად ამ ეფექტს არ მოელის არომატისგან სუნამოს ყველა ფანი?

იპკურეთ ახალ დაბანილ თმაზე

სუნამოს მდგრადობა გაიზრდება, თუ სუნამოს იპკურებთ ახალ დაბანილ თმაზე. უმჯობესია არომატი ჯერ დაასხათ ხის სავარცხელს და შემდეგ გადაივარცხნოთ, – პირდაპირ თმაზე არაა სასურველი დასხმა, რომ არ გამოაშროს. მზის წნული: ამ ზონაში სხეულის ტემპერატურა მაღალია და სუნამო უკეთ ჟღერს. დაისხურეთ პულსირების ადგილებზე: მაჯებზე, იდაყვის მოხრის შიდა მხარე.

5
1 review
1
0
0
0
0

1 მიმოხილვა: სუნამო Tom Ford Lost Cherry Unisex Eau de parfum 30ml | 50ml | 100ml

ფილტრის მოხსნა
  1. მარიამ ტრაპაიძე

    სუნამო Tom Ford Lost Cherry გამოვიწერე და ძალიან ნასიამოვნები ,კმაყოფილი და ბედნიერი ვარ ახალი არომატით 🌟 მადლობა სიელს!

მიმოხილვის დამატება