სუნამო Jean Paul Gaultier Classique Xmas Limited Edition 2021 – ეს არის თქვენი ორიგინალური, აღმოსავლური, ყვავილოვანი არომატი ქალის დახვეწილი სილუეტის საფირმო, საკოლექციო ფლაკონში, რომელიც გაფორმებულია დამდეგი დღესასაწაულების შესაბამისად და გამოხატავს თავისი მფლობელების მსუბუქ, ხალისიან განწყობას. მიუხედავად ტემპერამენტული აღმოსავლური ბუნებისა, კომპოზიცია გაჯერებულია ელეგანტურობით, შარმითა და არაამქვეყნიური სინაზით.
ის იხსნება მსხლის მოციმციმე ხილოვანი აკორდებით, მზიანი ბერგამოტისა და მანდარინის სურნელოვანი კასკადით, ვარსკვლავური ანისის ნაპერწკლებითა და ფორთოხლის კვირტების წვნიანი ფერადოვნებით. არომატის აფროდიზიაკალური გული ხავერდოვანი ქლიავის ტალღებად მოედინება და ირისის სითბოსა და ჯანჯაფილის სიგრილეს ერწყმის. ქარვის ნოტებით, სანდალითა და დარიჩინის სურნელოვანი აკორდებით ნაქსოვი შლეიფი ქმნის ქალის სექსუალობის გამაღმერთებელ მელოდიას.
მიმოხილვა
ფილტრის მოხსნამიმოხილვები ჯერ არ არის.