ქალის სუნამო Marc Jacobs Daisy Eau So Intense edp 30ml

Original price was: 300₾.Current price is: 249₾.

მიიღე საჩუქრად 249 ქულა და სუნამოების სეთი!
B.O.G.
B.O.G.

TBC
B.O.G.

სუნამო Marc Jacobs Daisy Eau So Intense – ეს ისეთივე იმპულსური და ვნებიანი არომატი, როგორც ზოგადად ყვავილოვანი აღმოსავლური სუნამოები, მაგრამ მხოლოდ მან შეძლო აღმოსავლური პარფიუმერიის სრული სიღრმისა და ექსპრესიულობის გადმოცემა, რაც მოახერხა მელოდიის მაქსიმალური ინტენსივობის წყალობით.

კომპოზიციის თითოეული აკორდი, თითქოსდა “ზღვარზეა”, ისტერიულად, მაგრამ ამავე დროს, ნაზად ინარჩუნებს ელეგანტურობისა და კეთილშობილების უნაკლო ბალანსს. პირამიდის არც ერთ დიაპაზონში არ იგრძნობა ვულგარული ნოტები და არ იკარგება ექსკლუზიური  ინდივიდუალიზმი. პარფიუმის მაღალი ღირებულებისა და ფუფუნების გამოსახატად დიზაინერებმა ელექსირი მოათავსეს ოქროთი მბზინავ ფლაკონში, რომელიც მორთულია თოვლივით თეთრი გვირილებით.

Marc Jacobs Daisy Eau So Intense შექმნა ცნობილმა ევროპელმა პარფიუმერმა ალბერტო მორილასმა. კომპოზიცია იწყება მარწყვის კენკროვანი ჩრდილებით და ხავერდოვანი მსხლის რბილობით, რომლებსაც გარს აკრავს ციტრუსოვანი ბერგამოტის მაქმანები. პირამიდის თბილ გულში ჩაღვრილია ქათქათა ჟასმინის თაფლისებრი კვირტების სიტკბოება და ალისფერი ვარდების მგრძნობელობა. კლასიკური მუშკის, ბენზოინისა და ხავსის ტენიანი ნოტები ქმნის პარფიუმის მდგრადსა და ხავერდოვან შლეიფს.

0 reviews
0
0
0
0
0

მიმოხილვა

ფილტრის მოხსნა

მიმოხილვები ჯერ არ არის.

იყავით პირველი შემფასებელი: „ქალის სუნამო Marc Jacobs Daisy Eau So Intense edp 30ml“